cookie logo

ვებ-გვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, tkt.ge იყენებს Cookie ფაილებს. საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით TKT.GE-ს „Cookie პოლიტიკას“

100.00 ₾ -

დან

ერთი საღამო რიჩარდ კლაიდერმანთან ერთად

პარასკევი, 03 მარტი 21:00

თბილისის საკონცერტო დარბაზი

აღწერა

პირველად,მსოფლიოს უდიდესი პიანისტი თბილისს სტუმრობს.

მსოფლიოში ცნობილი პიანისტი და მუსიკოსი რიჩარდ კლაიდერმანი, პროფესიონალი ორკესტრის თანხლებით, თბილისში 3 მარტს დედის დღესთან დაკავშირებით, თბილისის ფილარმონიის საკონცერტო დარბაზის სცენაზე,ქვეყნის მუსიკის მოყვარულებს უმასპინძლებს.

ამ მსოფლიო ხელოვანის შემოქმედება ძალზედ მდიდარი და ნაყოფიერია, რაც არაერთხელ შეფასდა მუსიკის დარგის მრავალი დიდებული წარმომადგენლის მიერ. მუსიკის მოყვარულ საზოგადოებას ეს შემოქმედი ძირითადად ისეთი ნამუშევრებით ახსოვს, როგორებიცაა: ვერცხლის ნაძვი, ცეცხლის მთვარე, ოქროს გული, წერილი დედაჩემს, მოგონებები და შობა, ახლა კი შესაძლებლობა ეძლევათ, მისი შესრულება ახლოდან იხილონ.

კლაიდერმანს ჩაწერილი აქვს 1200-ზე მეტი მელოდია, გაყიდული 80 მილიონზე მეტი ჩანაწერით, ის 270 ოქროსა და 70 პლატინის ფირფიტის მფლობელია. მან შექმნა ახალი რომანტიკული სტილი კლასიკური და პოპ-მუსიკის შერწყმით, მასვე ეკუთვნის ფორტეპიანოს შესრულების ახალი სტანდარტი, რომელიც შეიძლება შესრულდეს როგორც ფორტეპიანოს მოყვარულთა,ასევე დამწყებთა მიერ. ბევრი ახალგაზრდა,ფორტეპიანოსა და კლასიკური მუსიკისადმი ინტერესს, სწორედ მის მუსიკას უნდა უმადლოდეს. ფაქტობრივად, კლაიდერმანის მუსიკამ შექმნა ხიდი,რითაც პოპ-მუსიკა კლასიკურ მუსიკას დაუკავშირა, მან კლასიკური მუსიკის არსი და გაგება,განსაკუთრებით კი მისი შექმნა,მსოფლიოს ფართო საზოგადოებას გაუმარტივა. გინესის მსოფლიო რეკორდების წიგნში ის დასახელებულია, როგორც "მსოფლიოში ყველაზე წარმატებული პიანისტი".

კონცერტი კომპანია "სიან გრუფისა’' და ''თარ ივენთსის"ორგანიზებით გაიმართება.

კარი იხსნება: 20:00 სთ

5 წლამდე ასაკის ბავშვების დასწრება თავისუფალია.

პარასკევი, 03 მარტი 21:00

თბილისის საკონცერტო დარბაზი

100.00 ₾-

დან