cookie logo

ვებ-გვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, tkt.ge იყენებს Cookie ფაილებს. საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით TKT.GE-ს „Cookie პოლიტიკას“

35.00 ₾ -

დან

თბილისი ჰილს სამთო გარბენი

აღწერა

თბილისი ჰილს სამთო გარბენი - 2023 წლის გარბენების სეზონის დახურვა.

ლისის სამთო გარბენის, თბილისის სათავგადასავლო გარბენისა და ყაზბეგის მარათონის შემდეგ TRAILLAB წარმოგიდგენთ Tbilisi Hills Trail Race-ს. ივენთის მასპინძელია Tbilisi Hills Golf & Residences – ყველაზე მასშტაბური, ინოვაციური და პრესტიჟული პროექტი, რომელსაც ანალოგი არ გააჩნია საქართველოში.

გარბენზე არის სამი დისტანცია:

● 9 კილომეტრიანი Fun Run 300 მეტრი ვერტიკალური დისტანციით

● 14 კილომეტრი 550 მეტრი ვერტიკალური დისტანციით

● 18 კილომეტრი 750 მეტრი ვერტიკალური დისტანციით

მარშრუტი Tbilisi Hills-ის მთავარ მოედანზე იღებს სტარტს და მიუყვება თელეთის ქედს, 3 კილომეტრის შემდეგ ლამაზი სერპანტინი ეშვება კრწანისში. მორბენლები მალევე ჩამოიტოვებენ ძველი უბნის ქუჩებს და კრწანისის ხევში ჩავლენ. მდინარესთან, 10კმ ნიშნულზე განლაგებულია პირველი საკონტროლო პუნქტი გამაგრილებელი სასმელებით და წყლით. ამის შემდეგ, მათ ელით ციცაბო აღმართი თელეთის ქედზე და მეორე საკონტროლო პუნქტი 13კმ ნიშნულზე, წყლით, სასმელებით და საკვებით. დისტანციის ბოლო ნაწილი გადის თელეთის ქედზე შავნაბადას მონასტრის მიმდებარედ.

გარბენის ბილიკის სხვადასხვა მონაკვეთიდან იშლება თბილისის, კოჯრის ტყის, კუმისის ტბის და ჩავნაბადას მონასტერის ულამაზესი ხედები. კარგი ამინდის შემთხვევაში მყინვარწვერსაც დავინახავთ საინტერესო პერსპექტივით. Ბილიკი ჩაფლულია ლამაზ ტყეში/ბუჩქებში და გამოირჩევა ლამაზად მოყვავილე ეკლიანი კაქტუსების სიმრავლით. დიახ, კაქტუსების, რომელთა მტკივნეული ეკლებისთვის ფეხის აცილება დამატებითი სახალისო გამოწვევაა სირბილის დროს.

გარბენი გამოირჩევა საინტერესო რელიეფითაც. მთლიანი მარშუტის ვერტიკალური მანძილის (vertical gain) 750 მეტრის უდიდესი ნაწილი TRAILLAB-ის სხვა გარბენებისაგან განსხვავებით კონცენტრირებულია დისტანციის არა პირველ, არამედ მეორე ნახევარში.

ფინიშისთვის განკუთვნილი დროის ლიმიტებია:

● 9კმ: 03:00 საათი

● 14კმ: 03:00 საათი

● 18კმ: 03:30 საათი

გარბენის დასაწყისი: 05.11.2023 10:00

რეგისტრაცია: 09:00 - 09:45

ასაკობრივი შეზღუდვა 18+

დამატებითი განახლებული ინფორმაცია და გარბენის წესები გარბენის ვებ გვერდზეა: traillab.ge/hills

Facebook ივენთი: https://www.facebook.com/events/494430656014525

ორგანიზატორი: https://www.facebook.com/TrailLabRace

კვირა, 05 ნოემბერი 10:00

თბილისი ჰილს გოლფი და რეზიდენციები

35.00 ₾-

დან