cookie logo

ვებ-გვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, tkt.ge იყენებს Cookie ფაილებს. საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით TKT.GE-ს „Cookie პოლიტიკას“

70.00

LEBANON HANOVER

შაბათი, 20 მაისი 19:00

ELEKTROWERK

აღწერა

„LEBANON HANOVER“-ი —არის ბრიტანულ-შვეიცარიული დუეტი, რომელიც მრავალი წელია ეხმარება თავის თაყვანისმცემლებს საცეკვაო მოედანზე მცირე ემოციების გამოხატვაში. ლტოლვა და სევდა, ბნელი ტალღის მინიმალისტების აზრით, შეიძლება იყოს პროტესტის ამდაგვარი ფორმა

ისინი ცხრა წლის წინ ინგლისის პატარა საპორტო ქალაქში გაიცნეს ერთმანეთი და მას შემდეგ სანდერლენდში დაბადებული უილიამ მეიბელინი და შვეიცარიელი ლარისა გეორგიუ ნამდვილი მისაბაძი მოდელები გახდნენ იმმათვის, ვისაც შავი ტანსაცმელი და ქალაქური რომანტიკოსები ურჩევნიათ, იმმათვის, ვინც ნოსტალგიურ საუნდ დუეტს იდეალურ დანამატად თვლის ინდუსტრიის პეიზაჟებისათვის. „LEBANON HANOVE“R-ს აქვს კარგად დაბალანსებული, ძალიან მარტივი და ხელმისაწვდომი ხმა - გარშემო ყველაფერი კეთილშობილური ხდება მათი სიმღერებით.

უკმაყოფილება გარემომცველი რეალობით, შეშლილი რომანტიზმი და რადიკალური აუტსაიდერის პოზიცია - „LEBANON HANOVER“-ს ამოძრავებს იგივე ვნებები, რომლებმაც შექმნა და მხარი დაუჭირა პოსტპანკ სცენას ბოლო ორმოცი წლის განმავლობაში, და მათი გრძნობებით დუეტი გულწრფელად გამოიყურება. „ჭეშმარიტი სიყვარული მხოლოდ იმ შემთხვევაში გადარჩება, თუ ჩვენ თვითონ გავხდებით ერთმანეთისგან უფრო დამოუკიდებლები, - ამბობს ლარისა. - საზოგადოებას სწორედ ინდივიდები ქმნიან და მიმაჩნია, რომ თითოეულ ჩვენგანს შეუძლია მისგან ცვლილებები მოითხოვოს“.


I კალათა: 70 ₾

II კალათა: 85 ₾

III კალათა: 100 ₾

შაბათი, 20 მაისი 19:00

ELEKTROWERK

₾ 70.00