20.00

ძალად ექიმი

შაბათი, 10 დეკემბერი 20:00

ილიაუნის თეატრი

აღწერა

მოლიერი

"ძალად ექიმი"


კომედია 1 მოქმედებად

კომედია მოგვითხრობს თუ როგორ ჩათვალა მთელმა სამყარომ, რომ მთავარი გმირი, უმაქნისი ლოთი სგანარელი ცნობილი ექიმია, რომელსაც ყველა დაავადების განკურნება ძალუძს. „პაციენტები“ გულუბრყვილოდ სთავაზობენ სგანარელს უზრმაზარ თანხებს მის სასწაულმოქმედ წამალში, რომელიც სინამდვილეში, რა თქმა უნდა, არ არსებობს. მოხერხებული სგანარელი სწრაფად მდიდრდება, თუმცა არც კეთილი საქმის გაკეთება ავიწყდება და ყველაზე სერიოზული „ავადმყოფების“, შეყვარებული წყვილის, „განკურნებასაც“ ახერხებს.


თარგმანი: ქეთი კვანტალიანი

რეჟისორი: კოკო როინიშვილი

მხატვარი: ბარბარე ასლამაზი

მუსიკალური გაფორმება: ზურაბ გაგლოშვილი

ქორეოგრაფი: თინათინ წულაძე

ტექნიკური რეჟისორი: თამუნა კამლაძე


მოქმედი პირნი და შემსრულებელნი:

სგანარელ – ირაკლი ჩხიკვაძე

მარტინ – ანი იმნაძე

ლუკა – ნოდარ ძოწენიძე

ჟერონტ – ანდრია ვაჭრიძე

ჟაკლინ – ანიკო შურღაია

ლუსინდ – ანკა ვასაძე

ლეანდრ – გიორგი კიკნაძე

სპექტაკლის პრემიერა შედგა 2022 წლის 3 ნოემბერს

სპექტაკლის ხანგრძლივობაა 1 საათი და 30 წუთი


სპექტაკლი დაიდგა თბილისის მერიის ფინანსური ხელშეწყობით


შაბათი, 10 დეკემბერი 20:00

ილიაუნის თეატრი

₾ 20.00