cookie logo

ვებ-გვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, tkt.ge იყენებს Cookie ფაილებს. საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით TKT.GE-ს „Cookie პოლიტიკას“

30.00 ₾ -

დან

ჰამლეტი. ვერსია

ხუთშაბათი, 15 დეკემბერი 19:00

მოძრაობის თეატრი

აღწერა

პრემიერა

ბორის აკუნინის მიერ განხორციელებული შექსპირის „ჰამლეტის“ ადაპტაცია „ჰამლეტი. ვერსია“

რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმირ პუტინის მკაცრმა კრიტიკოსმა და პოპულარული ისტორიული დეტექტიური რომანების ავტორმა ბორის აკუნინმა შექსპირის „ჰამლეტის“ ორიგინალური ვერსია წარმოგვიდგინა. შექსპირის კლასიკური ნაწარმოების მისეულ ვერსიაში მოქმედება გადატანილია პოლიციურ სახელმწიფოში, სადაც გამეფებულია ინტრიგა, ოპორტუნიზმი და პოლიტიკური მზაკვრობა. აკუნინის „ჰამლეტი“ იძლევა ძალიან მკაფიო მინიშნებას თანამედროვე პოლიტიკურ მოვლენებზე: როგორ მოიშორო ძველი, იმისათვის რომ გზა გაუხსნა ახალს და ვინ მოჰყვება ამ ურთიერთსროლაში?

რეჟისორი და სცენოგრაფი - ირინა გაჩეჩილაძე

კომპოზიტორი - ზაზა მარჯანიშვილი

პოსტერში გამოყენებული ნახატის მხატვარი სოფო ტაბატასეა

პოსტერის დიზაინერი - გელა პატიაშვილი

მონაწილეობენ: ქეთი ჩხეიძე, თემო გვალია, ირაკლი ხრიკაძე, ვიკა კალანდია, ლევან ქარშილაძე, ცოტნე მეტონიძე, ნიკა წერედიანი, ირაკლი გოგოლაძე, ვანო დუგლაძე.

ხუთშაბათი, 15 დეკემბერი 19:00

მოძრაობის თეატრი

30.00 ₾-

დან