cookie logo

ვებ-გვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, tkt.ge იყენებს Cookie ფაილებს. საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით TKT.GE-ს „Cookie პოლიტიკას“

55.00

Pink Turns Blue

კვირა, 09 აპრილი 00:00

UPDATE Bar

აღწერა

იკონური პოსტ-პანკი / ბნელი ტალღის საკულტო ჯგუპმა „Pink Turns Blue“-მა “ Orden Records“-ის მეშვეობით გამოუშვა თავისი ახალი ალბომი „Tainted“ (ბინძური), რაც სწორად დახარჯული დროის შედეგია ლოკდაუნის დროს ერთი წლის განმავლობაში - ახალი ალბომის დაწერა, ჩაწერა, მიქსი და მასტერინგი ხორციელდებოდა ბერლინის ჩამწერ სტუდიაში. მათ ასევე წარადგინეს თავიანთ ახალ ვიდეო “‘Not Even Trying‘”(არც კი ვცდილობთ) - გლოვა მომაკვდავ პლანეტაზე. ჯგუფმა ალმბომ „Tainted“-ში თავის კლასიკურ ვოკალს, გიტარას, ბასსა და დასარტყამს დაუმატა ელექტრონული ელემენტი. თავად ალბომის სახელწოდება უკავშირდება ჩვენი სამყაროს მდგომარეობას: კლიმატის ცვლილება, მისი შედეგები, რეაქცია მასზე, საზოგადოების განხეთქილება, იზოლაცია, ჯანმრთელობის რისკები და ფინანსური გაურკვევლობა.

დღესდღეობით ჯგუფი „Pink Turns Blue“ არის ტრიო, რომელიც შედგება მიკ ჯაგერისა (ვოკალი, გიტარა), ლუკა სამურისა (ბასი) და პოლ რიხტერისგან (დასარტყამი ინსტრუმენტი). გოთიკური როკის პირველ თაობაში ჯგუფი „Pink Turns Blue“ ჩამოყალიბდა 1985 წელს, თავდაპირველად, როგორც დუეტი, რომელიც შედგებოდა ჯოგვერისა და თომას ელბერნისგან, პლუს დასარტყამი ინსტრუმენტი. მათ ამერიკული როკ-ჯგუფი „Hüsker Dü“-ის სიმღერის სახელი დაირქვეს , მათი ხმა თავდაპირველად შთაგონებული იყო „The Chameleons“, „Clan of Xymox“ და „The Cure“ როკ-ჯგუფების მიერ. მათმა სადებიუტო ალბომმა „If Two Worlds Kiss“ (როცა ორი სამყარო ერთმანეთს კოცნის) ბნელი ტონები შემოიტანა მათ ახალ ტალღოვან ჟღერადობაში, არსებითად წინ წაიწია ბნელი ტალღის ქვეჟანრი და გახდა წარმატებული ალბომი პოსტ-პანკის ჟანრში. ორად გაყოფილი გერმანიის და ცივი ომის დროს ჯგუფმა დასძლია შიში და თვითრწმენის ნაკლებობა და გამოუშვა 11 სრულმეტრაჟიანი ფირფიტა.

Early Bird - 55 ₾

I Basket - 68 ₾

II Basket - 80 ₾

კვირა, 09 აპრილი 00:00

UPDATE Bar

₾ 55.00