WEB3 Startups Night

აღწერა

Web3 Startups Night არის რიგით მეორე ჰიბრიდული 𝐖𝐞𝐛𝟑 ღონისძიება მეტავერს ღონისძიებების სააგენტო ARRIVAL-ის ორგანიზებით.

კონფერენცია, რომელიც გაიმართება ერთდროულად რეალურ სამყაროში და მეტავერსში, დაგეგმილია 24 ნოემბერს, 21:00 საათზე.

ღონისძიებაზე წარმატებული ქართული Web3 სტარტაპერები ისაუბრებენ საკუთარ პროექტებზე, გაგვიზიარებენ გზაზე წარმოქმნილ გამოწვევებს და რა ცოდნა დააგროვეს ამ დროის განმავლობაში.

სტუმრებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ და გაიცნონ ამ სივრცის ტოპ ინოვატორები, ხოლო ღონისძიების ოფიციალური ნაწილის შემდეგ, ფიზიკურ ლოკაციაზე დამსწრეებს საშუალება ექნებათ ნახონ Audio Reactive Immersive შოუ.

სპიკერები:

ზურა შარაშენიძე - Two Point Zero-ს აღმასრულებელი დირექტორი

გივი გამყრელიძე – ფარაოს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი

ლუკა ბახსოლიანი – NXT Lab-ის მმართველი პარტნიორი

I კალათა - 50 ₾

II კალათა - 70 ₾

III კალათა - 100 ₾

https://www.facebook.com/events/606684494543962?ref=newsfeed