FUNKY

აღწერა

"FUNKY’’ დისკო ჰაუსის მიმდიანერობის ივენთების სერიაა, ეს არის ე.წ ჰიბრიდი დისკო და ტექნო სტილებისა. ჩვენი ივენთები დაფუძნებულია დისკოს სტილზე, ჰაუს რიტმსა და ტექნოს მიქსზე. პირველად, 25 ნოემბერს UPDATE BAR-ის ლოკაცია უმასპინძლებს FUNKY-ს ივენთების სერიას.

მსმენელის წინაშე წარსდგებიან სცენის გამორჩეული არტისტები: KOTE JAPARIDZE•LEVI LOVE DISCO•TOBAKO TWEEN და TOKE

Kote Japaridze-კოტე ადრეულ ასაკში დაინტერესდა ელექტრონული მუსიკით და დიჯეინგი 2014 წელს დაიწყო. 2017-2019 წლებში ის კლუბი ბასიანის რეზიდენტი გახდა. მას შემდეგ ის საქართველოს წამყვან კლუბებსა და ფესტივალებზე უკრავს. 2019 წლიდან ის სკოლა 303hz-ში დიჯეინგს ასწავლის.

მისი სეტების განსაზღვრა რაიმე ჟანრით შეუძლებელია. კოტეს სეტები გარემოსა და სიტუაციის შესაბამისად მუდმივად განსხვავებულია, რაც ხდის მუსიკას საუცხოოს და მოულოდნელობით სავსე მუსიკალურ თავგადასავალს.

Levi Love Disco-ლევი ბერიშვილი, ცნობილი როგორც Levi Love Disco, ახალგაზრდა გამოჩენილი მუსიკოსი, რომელიც მომავალში გზას გაუკვალავს ქართულ სამუსიკო სცენას.

21 წლის ასაკში მან შთამბეჭდავი გზა განვლო დიჯეინგში, გააჟღერა რა თავისი ჩანაწერები მაღალი რანგის კლუბებსა და ფესტივალებში: Club Der Visionare, Khidi, Mountain Festival და აღსანიშნავია ასევე 2018 წლიდან მოყოლებული 3 წლიანი კონტრაქტი Ezo ფესტივალთან.

კლუბებსა თუ ფესტივალზე დაკვრისას ის საუბრობს ისეთი house დიჯეების გავლენაზე, როგორიცაა რონ ჰარდი და ჯერემი ანდერგრაუნდი, disco-სა და house ხმების შერწყმაზე, რათა შექმნას ის ენერგია და აღფრთოვანება, რასაც მისი შესრულებები იძლევა.

Tobako Tween - ერეკლე თაბუკაშვილი (Dj)

მისი მუსიკა ძირითადად 90-იანი წლების House ჟანრს მოიცავს.

იგი 7 წელია რაც დიჯეინგით არის დაკავებული. დღესღეობით უმეტეს დროს მუსიკის, ფირფიტების შეგროვებას უთმობს. მას დაუკრავს ისეთ კლუბებსა და ფესტივლებზე, როგორიცაა: Horoom (Bassiani), Small Room (Mtkvarze), Wintergarden (TheOffice yvn), Cafe-Gallery, Drama Bar, Mzesumzira, Swing Festival, Gem Fest და ა.შ

Toke-დიჯეი და პროდუსერი ლეიბლ Batter Down ის დამფუძნებელი

თოკე ნიკოლაიშვილი, იგივე თოკე. ის 2015 წელს ელექტრონავტების დაჯოლდოებაზე გამარჯვებული გახდა, ნომინაციაში წლის საუკეთესო ტრეკი. 2016 წელს დაუკრა პირველად კლუბ ვიტამინში. 2018 წელს გამოვიდაა მისი პირველი EP ვინილზე პარიზულ ლეიბლ D.KO Records-ზე, ამას მოყვა Split EP ბრისტოლურ Mint Tea - ზე.
გარდამტეხი ფაქტორი მის შემოქმედებაში Aphex Twin-მა და ზოგადად ბრიტანულმა საუნდმა იქონია.
. მუსიკის შექმნის დროს ცდილობს მაქსიმალურად თავისუფალი იყოს.

ასაკობრივი შეზღუდვა 18+


I კალათა 30 ₾

II კალათა 40 ₾

კარზე 50 ₾


FB/Events by Funky

instagram/funky vents

levi love disco

toke

kote japaridze

tobako tween