200.00 ₾ -

დან

სამსახიობო ხელოვნების კვირეული

სამშაბათი, 07 თებერვალი 19:00

Georgian National University SEU

აღწერა

სამსახიობო ოსტატობის კვირეული “Hollywood Film Academy” სგან. მოწვეული ლექტორი მიგელ პერეზი.

აღსანიშნავი პროექტები:

Ocean’s 11, Seinfeld, Blow

კურსის აღწერა და მიზანი:

ერთკვირიანი სამსახიობო ოსტატობის კურსი კონცენტრირებულია სცენის საფუძვლების შესწავლაზე და მოიცავს: სცენის ანალიზს, სცენარის კრიტიკულ აღქმას, ხასიათის შექმნას, მოქმედების შესაძლებლობის პოვნას, განზრახვის გადმოცემას და კონფლიქტის შექმნას.

რეპეტიციის, მიზანმიმართული სავარჯიშოების და სოკრატული მეთოდის საშუალებით, მოსწავლეები შეძლებენ შეიგრძნონ სასცენო ტემპი.

კურსში შეისწავლით დრამატული არჩევანის გაკეთების ხელოვნებას, რომელიც დაგეხმარებათ პერსონაჟის ხასიათის განვითარებასა და მოქმედებაში.

სტუდენტები შეისწავლიან სასცენო გადაწყვეტილებების მიღების მეთოდიკას, რომელსაც დატესტავენ ინტენსიური რეპეტიციისა და ანალიზის საშუალებით.

კურსის დასრულებისას სტუდენტი უკეთ გაიაზრებს პერსონაჟის ხასიათს, გარემოსა და მოქმედებებს, და ისწავლის მათ გამოხატვას მეტი ვნებითა და დარწმუნებით.

სასწავლო მატერიალი: მოსწავლეებს მიეწოდებათ ყველა ის მასალა, რომლითაც ინტენსიურად იმუშავებენ კურსის განმავლობაში. ყველა სტუდენტი იმუშავებს, ინსტრუქტორის მიერ არჩეულ ერთსა და იმავე სცენარზე.

შეფასების სისტემა: შეფასება მოიცავს ჩაბარებას ან ჩაჭრას. საშინაო დავალებებს, სტუდენტმა უნდა დაამუშავოს მითითებული მასალა და ყოველ სემინარზე ახალი იდეით მოვიდეს.

მონაწილეობა და საგაკვეთილო გარემო, სტუდენტისგან სასურველია, 100 %-იანი დასწრება.

კურსი განსაკუთრებულ მნიშვნელობას ანიჭებს დისკუსიებში მონაწილეობას. სტუდენტი გაკვეთილზე მომზადებული უნდა გამოცხადდეს და გუნდურ დავალებებში მიიღოს მონაწილეობა.

თანამედროვე პიესის, ფილმისა თუ სატელევიზიო შოუში უხამსი ენის გამოყენების გამო, სტუდენტებს არ აეკრძალებათ აუდიტორიაში მსგავსი ლექსიკის გამოყენება. ჩვენ მიერ შესწავლილი მწერლებისა და პერსონაჟების მიერ გამოყენებული ლექსიკის პრაქტიკაში გამოყენებისთვის მზად უნდა ვიყოთ.

აუდიტორიაში შესვლამდე სტუდენტებმა უნდა გამორთონ მობილური ტელეფონები.

სცენის შემსწავლელი აუდიტორია რეალურად სარეპეტიციო სცენას წარმოადგენს. შესაბამისად, სასცენო მუშაობის დასრულებას აპლოდისმენტები არ მოყვება.

მონოლოგზე მუშაობისას პედაგოგი ხშირად დაავალებს სტუდენტების ერთ ჯგუფს მეორე ჯგუფის დაკვირვებას და შედეგების განხილვას. თეატრალური ჩვეულების თანახმად, კოლეგის კრიტიკისას გაკეთებული ყოველი კომენტარი ზედმიწევნით იქნება პედაგოგის მიერ გაკონტროლებული.

აღნიშნული გაკვეთილები ღია განხილვებისა და ადამიანური ქცევის გულწრფელი შეფასებისთვის იდეალური ადგილი იქნება. თუ სტუდენტი რომელიმე ეპიზოდისას თავს უხერხულად იგრძნობს, ნებისმიერ დროს შეუძლია, მიმართოს პედაგოგს და საკუთარი შეხედულება დააფიქსიროს.

მასტერკალსებზე მიგელი პერეზი გაგიზიარებთ უნიკალურ გამოცდილებას ისეთ ვარსკვლავებთან მუშაობის როგორიცაა; ჯონი დეპი, რეი ლიოტა, ჰარისონ ფორდი და სხვა.

კურსის დასრულებისას გაიმართება დასკვნითი ღონისძიება, გალა ვახშამი მიგელ პერეზთან, სადაც კურსდამთავრებულებს გადაეცემათ "Hollywood film academy” ის სერთიფიკატები.


დასწრება შეზღუდულია 17 წლამდე ასაკის ადამიანებისთვის.


IMDb

instagram.com/hollywoodfilmacademy.official

Facebook.com/HollywoodFilmAcademy

https://hollywoodfilmacademy.com


სამშაბათი, 07 თებერვალი 19:00

Georgian National University SEU

200.00 ₾-

დან