cookie logo

ვებ-გვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, tkt.ge იყენებს Cookie ფაილებს. საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით TKT.GE-ს „Cookie პოლიტიკას“

15.00 ₾ -

დან

"მამბერი"

აღწერა

ერთმოქმედებიანი ქორეოგრაფიული სპექტაკლი „მამბერი“ -მგელთა

მბრძანებელი...

ჟანრი: ფანტასმაგორია. ინსპირაციის წყარო: ქართლის მეფის ვახტანგ

გორგასალისა და მითოლოგიური გმირის „მამბერის“ კავშირი.

სპექტაკლში გამოყენებულია ქართული ტრადიციული

ქორეოგრაფიის, ასევე კლასიკური ცეკვისა და თანამედროვე

პლასტიკის ელემენტები.

მონაწილეობენ: ფოცხიშვილების ნაციონალური ბალეტ „მეტეხ“-ის

სოლისტები და ფოცხიშვილების ბავშვთა ნაციონალური ბალეტი

„პატარა ვარსკვლავები“

სოლისტები: ელიზბარ ქურდევანიძე, მარიშა ლოლაძე, ვლადიმერ

პეტროსოვი, ანდრია ფოცხიშვილი, მარიამ ფოცხიშვილი, დემეტრე

მაჭავარიანი, მარიამ ჩხიკვაძე, კირილე ოქროკვერცხიშვილი, მარიამ

მიქაძე.

დამდგმელი ბალეტმეისტერი და იდეის ავტორი: დავით ფოცხიშვილი

რეპეტიტორ-ქორეოგრაფი: ნინო ქართველიშვილი

ლიბრეტო: დავით ფოცხიშვილი გიორგი ალიმბარაშვილი

მუსიკა: დავით ფოცხიშვილი

მუსიკალური არანჟირება: ემზარ შერვაშიძე

კოსტიუმების დიზაინი: ტრადიციული სამოსის ბრენდი "ფაფანაკი"

განათების რეჟისორი: დავით სუხიშვილი

სცენის მთავარი მემანქანე: გია გელაძე

სპექტაკლში გამოყენებულია: ვახტანგ კახიძის, სამი იუსუფისა და

მარკ კორვენის მუსიკალური ნაწარმოებები. ასევე ქართული

ტრადიციული მუსიკის გოგონათა ანსამბლ “იალონის“

რეპერტუარიდან -სვანური “ნანილ დედიკოი“.

“სანო სტუდია“ გოგი ხარაბაძის რეჩიტატივი.


ასევე შედგება დავით ფოცხიშვილის მოკლემეტრაჟიანი

ქორეოგრაფიული ფილმ “მისტერიას“ პრემიერა.

ფილმმა მონაწილეობა მიიღო მსოფლიოში ცნობილ მოკლმეტრაჟიან

ქორეოგრაფიულ კინოფესტივალებზე.

ჯილდოები: კანის მსოფლიო კინოფესტივალი - “დაიმახსოვრე

მომავალი“ ნომინაცია: საუკეთესო ცეკვა და საუკეთესო ქორეოგრაფია

-უმაღლესი ჯილდო. ლონდონის საერთაშორისო კინოფესტივალი.

ნომინაცია: საუკეთესო საცეკვაო პოეტური ფილმი. საბერძნეთი.

დამოუკიდებელი ვიდეო ფილმების ფესტივალი “პავლოს პარაშაკისი“

-ნახევარფინალი. ბარსელონას საცეკვაო კინოფესტივალი

“ქორეოსკოპი“ - სელექცია. ინდოეთი. მოკლემეტრაჟიანი

კინოფესტივალი “ერთი დედამიწის ჯილდო“ -სელექცია და სხვ.

შაბათი, 17 დეკემბერი 20:00

ალექსანდრე გრიბოედოვის რუსული დრამატული თეატრი

15.00 ₾-

დან