cookie logo

ვებ-გვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, tkt.ge იყენებს Cookie ფაილებს. საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით TKT.GE-ს „Cookie პოლიტიკას“

35.00 ₾ -

დან

პიანისტი ლუკა ოქროს: ბეთჰოვენი, შოპენი და რახმანინოვი

აღწერა

ბეთჰოვენი

სონატა თხზ.27 No.2 (მთვარის)

სონატა თხზ.13 No.8 (პათეტიკური)


ანტრაქტი


შოპენი

ნოკტიურნი თხზ.9 No.2 მი ბემოლ მაჟორში

ნოკტიურნი თხზ.55 No.1 ფა მინორში

ნოკტიურნი თხზ.15 No.2 ფა მაჟორში

ნოკტიურნი თხზ. posth დო დიეზ მინორში


რახმანინოვი

სონატა თხზ.36 No.2 სი ბემოლ მინორში (1931 ვერსია)


პიანისტი ლუკა ოქროს: ბეთჰოვენი, შოპენი და რახმანინოვი

თქვენ შეძლებთ მოუსმინოთ არაერთ ლირიკულ ნაწარმოებს ლონდონში მოღვაწე ქართველი პიანისტის, ლუკა ოქროს შესრულებით, რომელიც თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზს სოლო კონცერტით უბრუნდება. იგი მოგაჯადოებთ წარმტაცი პროგრამით. ამ საღამოს მუსიკალური არჩევანი გაჟღენთილი იქნება ფანტაზიითა და წარმოსახვით, რაც მისი გამორჩეული მუსიკალურობის გამომჟღავნების საუკეთესო საშუალებაა.

ლუკამ მოიგო პირველი პრიზი რვა საუკეთესო საფორტეპიანო კონკურსში და დაუკრა 44 ქვეყანაში. იგი შეაფასეს, როგორც „ინტენსიური, ძლიერი, ნიჭიერი, შთამბეჭდავად შემოქმედებითი“ დამიიღო საერთაშორისო აღიარება, მისი ვნებიანი და აღმაფრთოვანებელი დაკვრის გამო. 2022/2023 სეზონების გამორჩეული მომენტებია მისი შესრულება ავსტრიაში, კოლუმბიაში, ფინეთში, საფრანგეთში, ისლანდიაში, საქართველოში, გერმანიაში, ჰონგ კონგში, უნგრეთში, ლუქსემბურგში, ნიდერლანდებში, შვეიცარიასა და გაერთიანებულ სამეფოში.

გარდა კონცერტებისა, ლუკა ასევე მუშაობს თავის კომპოზიციების ალბომზე. ერთერთი ნაწარმოები პრემიერა მოხდა ამსტერდამის კონცერტგებაუს სესიებში.

2021 წლიდან ლუკა დაინიშნა სამხატვრო დირექტორის ასისტენტად Bechstein Hall-ში - ლონდონის ახალ საკონცერტო ადგილას, რომელიც ვიგმორის ქუჩის 22 ნომერში 2023 წელს იხსნება.

www.lukaokros.com

www.instagram.com/lukaokros

“ვირტუოზული პიანიზმის შთამბეჭდავი წარმოდგენა”

The Guardian, ბრიტანული ყოველდღიური გაზეთი


“აქ არის შესანიშნავი პიანისტი, რომელიც მომავალში უნდა გაითვალისწინოთ"”

Classica, კლასიკური მუსიკის ფრანგული ჟურნალი


“ოქროსს აქვს რაღაც, ექსკლუზიური თვისება, რომელიც სიტყვებით არ გამოიხატება”

Israel Hayom, ისრაელის ყოველდღიური გაზეთი

კვირა, 04 დეკემბერი 19:00

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია

35.00 ₾-

დან