40.00

HVOB Live (Club Set)

შაბათი, 26 ნოემბერი 23:00

MonoHall (კინოს სახლი)

აღწერა

26 ნოემბერს, MONO HALL წარმოგიდგენთ ელექტრონული მუსიკის სცენაზე, ერთ-ერთ ყველაზე საინტერესო დუოს ავსტრიიდან, სასცენო სახელით - HVOB.

HVOB ანა მიულერისა და პოლ ვოლნერის მიერ შექმნილი მუსიკალური პროექტია, რომელიც 2012 წელს შეიქმნა. შემოქმედებითი პროცესის დასაწყისში, მას შემდეგ რაც არტისტებმა მათი ნამუშევრები პოპულარულ მუსიკალურ პლატფორმა Soundcloud-ზე ატვირთეს, ის მალევე გახდა ცნობილი გერმანელი პროდიუსერის Oliver Koletzki-ის დაინტერესების საგანი. Koletzki მალევე დაუკავშირდა მათ, რის შემდეგად მოგვიანებით HVOB, მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ფესტივალის Melt! Festival-ის სცენაზე წარსდგა მსმენელის წინაშე.

HVOB-ის მუსიკა ძირითადად მინიმალისტურ ელექტრონიკაზე ფოკუსირდება, რასაც ანა მიულერის საოცრად სასიამოვნო და ხავერდოვანი ხმის ტემბრი, უფრო საინტერესოს ხდის.

HVOB მთელი მსოფლიოს მასშტბით უამრავ ტურნეს მართავს უკვე ათეული წელია, ხოლო 26 ნოემბერს კი HVOB თავის ფანტასტიურ შემოქმედებას ქართველ მსმენელს გაუზიარებს MONO HALL-ის სცენაზე.

საღამოს ელექტრონული მუსიკის ვაიბებითა და საინტერესო მუსიკალური სელექციით ასევე გაამდიდრებს, ლოკალური სცენის გამორჩეული არტისტები: Kdema და Sumo.

📲 მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 577777949

------

23:00 - kdema

01:30 - HVOB

03:00 - Sumo

------

♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+

------

I კალათა - 30₾

II კალათა - 40₾

III კალათა - 50₾

IV კალათა - 60₾



შაბათი, 26 ნოემბერი 23:00

MonoHall (კინოს სახლი)

₾ 40.00