ბედნიერების ფსიქოლოგია - როგორ ვმართოთ ფინანსები და მოვიპოვოთ სიყვარული

აღწერა

შესაძლებელია თუ არა, რომ მეტი ვიცოდეთ და ამით უკეთესი გადაწყვეტილებები მივიღოთ? რა გვიშლის ხელს დიდი შემოსავლის მიღებაში? როგორ ვაკმაყოფილებთ ერთმანეთის სიყვარულის ღრმა, ემოციურ მოთხოვნილებას? შეგვიძლია თუ არა ვისწავლოთ სიყვარული? ბედნიერება?

თუკი სიყვარულის არსზე, ბედნიერებისკენ სწრაფვასა და საკუთარი შეხედულებების განახლების მნიშვნელობაზე თქვენც ჩვენსავით ბევრს ფიქრობთ, then #savethedate.

29 სექტემბერს, 18:00 სთ-ზე „ლურჯი ოკეანე“ გიწვევთ საკუთარი ქვეცნობიერის სიღრმეებში სამოგზაუროდ.

ღონისძიების სპიკერები:

• ნინო წითლანაძე - პერსონალური ბრენდინგისა და კრეატიული სტრატეგიის კონსულტანტი და მენტორი

• ნიკოლოზ შურღაია - ბანკირი, ავტორი ინტერნეტგადაცემისა „ვიდეობლოგი წიგნებზე“

• ქეთი ჟვანია-ტაისონი - პიროვნული განვითარების ტრენერი, ქოუჩი

• რამაზ გიგაური - ასტროლოგი, მწერალი

ღონისძიება გაიხსნება ნინო წითლანაძის ვორქშოპით „ფულის ფსიქოლოგია: სიმდიდრის, ბედნიერებისა და თავისუფლების გაკვეთილები“. ნიკოლოზ შურღაია ისაუბრებს საკუთარი შეხედულებების განახლების ძალაზე ადამ გრანტის ბესტსელერის - „კიდევ დაფიქრდი“ - მიხედვით. 21:00 სთ-ზე კი Rooftop-ზე გადავინაცვლებთ, სადაც ქეთი ჟვანია-ტაისონი და რამაზ გიგაური უსასრულო სიყვარულის და ბედნიერების გააზრების საიდუმლოს გაგვიზიარებენ.

... და მაინც, რომელია შენი სიყვარულის ენა?