30.00

საქველმოქმედო კონცერტი სესილისთვის

აღწერა

5 ოქტომბერს, 19:30 საათზე ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის საკონცერტო დარბაზში გაიმართება საქველმოქმედო კონცერტი.

14 წლის სესილია ჩალაურს დაუდგინდა თავის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე (გლიობლასტომა). დაავადების სიმძიმიდან გამომდინარე, სესილია საჭიროებს საზღვარგარეთ მკურნალობას. კეთილი ადამიანების დახმარებით, ოჯახმა მოახერხა გარკვეული თანხის მობილიზება, მაგრამ დაავადების სამკურნალოდ გრძელი და რთული გზაა გასავლელი, რაც ძალიან დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

სესილიას დასახმარებლად, რამდენიმე მეგობარმა გადაწყვიტა თავისი წვლილი შეიტანოს ამ კეთილ საქმეში და საქველმოქმედო კონცერტი ჩაატაროს. საქველმოქმედო კონცერტის მხარდამჭერია ანზორ ერქომაიშვილის სახელობის ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი.

მონაწილეობენ:

სახელმწიფო ანსამბლი ბასიანი

ნეკა სებისკვერაძე

ანუკი ცქვიტინიძე და გელა დონაძე

აჩიკო ნიჟარაძე და ნუცა ქირია

ნათია პერანიძე

დათუნა სირბილაძე

შოთა საგანელიძე

კონცერტმეისტერი ნინო გულიაშვილი

კონცერტს წარუძღვება მუსიკისმცოდნე მაია დათუნაშვილი

ოთხშაბათი, 05 ოქტომბერი 19:30

საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი

₾ 30.00