სიმპოზიუმის გახსნის გალა კონცერტი

აღწერა

კონცერტის პროგრამა:

ტმკსც-ის ახალი პუბლიკაციის პრეზენტაცია: ,,ქალთა როლი იუნესკოს მიერ აღიარებულ ევროპულ ტრადიციულ სასიმღერო პრაქტიკებში“

ანსამბლები: მზეთამზე, იალონი, ნანინა, სათანაო, მარგალიტი, ლელა თათარაიძე, თინათინ (ნარგილე) მეჰთიევა, ნინო ნაყეური, დები ჩამგელიანები, მთიები, ამერ-იმერი, რეხეული (საქართველო), ანდრეა კუზმიჩი (კანადა), მადარა (ესტონეთი), მასპინძელი (დიდი ბრიტანეთი)

-----------------------------------------

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრი 2020 წლის 26 სექტემბრიდან 30 სექტემბრამდე თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ტრადიციული მრავალხმიანობის მე-11 საერთაშორისო სიმპოზიუმს ატარებს. სიმპოზიუმი იმართება საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის პატრონაჟითა და კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით.

სიმპოზიუმი გაიხსნება ქალ შემსრულებელთა კონცერტით, რომელშიც უკრაინელი მომღერალი და მკვლევარი კანადიდან, ანდრეა კუზმიჩი ანსამბლ „იალონთან“ ერთად უკრაინელი ხალხის გმირულ ბრძოლას მიუძღვნის რამდენიმე სიმღერას. კონცერტს დაესწრებიან ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული უკრაინის მოქალაქეები. ამავე საღამოში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოში მცხოვრები ქალი შემსრულებლები, რომლებიც წარმოდგენილი არიან კონსერვატორიის ტრადიციული მრავალხმიანობის კვლევის სერთაშორისო ცენტრის მიერ მომზადებულ და იუნესკოს ეგიდით 2022 წელს გამოცემულ წიგნში.