30.00

სტეფანე

პარასკევი, 11 ნოემბერი 22:00

MonoHall (კინოს სახლი)

აღწერა

11 ნოემბერს, MONO HALL წარმოგიდგენთ საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და საინტერესო მუსიკოსის სტეფანე-ს კონცერტს.

მუსიკოსი, მომღერალი და პროდიუსერი, ქართული მუსიკალური სცენის ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული არტისტი, რომლის შემოქმედებაც უკვე 20 წელზე მეტია აქტუალურია. მისი შესრულების მანერა და ხმის გამორჩეული ტემბრი შეუმჩნეველი არავის დარჩენია. 1998 წლიდან დღემდე რამდენიმე ათეული სიმღერა და სინგლი აქვს შექმნილი, გამოშვებული აქვს ორი ალბომი, გადაღებული აქვს ათამდე ვიდეორგოლი და საქართველოში ერთ-ერთ კაშკაშა და გემოვნებიან ვარსკვალავდ ითვლება. მან თანამედროვე ქართულ პოპ კულტურაში აქტიურად შემოიტანა ელექტრონული, პოპ და ფანქ ჟღერადობა.

სტეფანეს 20 წლიანი შემოქმედება ელექტრონული მუსიკის, პოპის, ბლუზის, დისკოსა და ფანქის ორიგინალური ნაზავია, რომელსაც მისი ინდივიდუალური, ადგილობრივი სცენისთვის სრულიად ახლებური იმიჯი ერთვის თან.

11 ნოემბერს, მსმენელის წინაშე ასევე წარსდგება, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული ჰიპ-ჰოპ ჯგუფის MokuMoku-ს ერთ-ერთ სულის ჩამდგემელი და სელექტორი Tato Rusia.

------

22:00 - Tato Rusia

00:00 - STEPHANE

02:00 - Tato Rusia

------

♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+

📲 მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 592 227 002

I კალათა - 30 ₾

II კალათა - 40 ₾

III კალათა - 50 ₾


პარასკევი, 11 ნოემბერი 22:00

MonoHall (კინოს სახლი)

₾ 30.00