40.00

ნიაზ დიასამიძე & 33 ა

შაბათი, 05 ნოემბერი 22:30

MonoHall (კინოს სახლი)

აღწერა

5 ნოემბერს, წამოიყვანე მეგობრები და შემოგვიერთდი, ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული მუსიკოსის, ნიაზ დიასამიძის და ჯგუფი 33ა-ს კონცერტზე MONO HALL-ში.

ნიაზ დიასამიძეს ბევრი სხვადასხვა რამე ერთნაირად კარგად გამოსდის - მუსიკისა და ტექსტის წერის გარდა ხატავს, ღვინოს აყენებს, ხალხურ ინსტრუმენტებს აკეთებს, ავეჯის შეკეთებაც შეუძლია და, კიდევ, ვინ იცის რამდენი რამე.

მუსიკაც ეგეთი აქვს - ბევრი სხვადასხვა რამის ცოდნითა და სიყვარულით შექმნილი. შესაძლოა უცნაური შერწყმაა - რეგეის, როკის, ხალხური მუსიკის, ბოშური სიმღერების ნაზავი თბილისურ მუსიკასთან - ამ ტერმინის ძალიან ფართო გაგებით - დუდუკებიდან ოთარ რამიშვილამდე. ზოგჯერ ეს კომპონენტები სულაც ერთ სიმღერაში არის ხოლმე წარმოდგენილი.

პროცესში მუდმივმა ძიებამ და შემოქმედებითმა გულწრფელობამ თავისი როლი ითამაშა ბენდის პოპულარობაში - „33ა“ ხომ უკვე კარგა 25 წელზე მეტია, რაც საქართველოს უპირველეს ჯგუფებში მოიაზრება. აქვე ისიც უნდა ვახსენოთ, რომ „33ა“ მარტო ნიაზი არ არის. მასთან ერთად არიან ქვეყნის ერთ-ერთი საუკეთესო მუსიკოსები, რომელთა გარეშეც ბენდის მუსიკა სულ სხვაგვარი იქნებოდა.

5 ნოემბერს, მსმენელს მუსიკალურ მოგზაურობაში მეგზურობას ასევე დიჯეი Roma J გაუწევს.

------

22:00 - Doors Open

22:30 - Roma J

00:00 - ნიაზ დიასამიძე & 33 ა

02:00 - Roma J

------

♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+

📲 მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 592 227 002

I კალათა - 40₾

II კალათა - 50₾



შაბათი, 05 ნოემბერი 22:30

MonoHall (კინოს სახლი)

₾ 40.00