50.00

Sos Music ROOM x SMHQ: Kususa | Ucha | Annatron | EMULLATÓR

შაბათი, 29 ოქტომბერი 23:55

Spacehall

აღწერა

29 ოქტომბერს, Sos Music ROOM წარმოგიდგენთ Afro Tech-ის ერთ-ერთ წამყვან არტისტსა და ვარკსვლავურ დუოს - Kususa.

SMHQ არის ანდერგრაუნდ პროექტი, რომლის მიზანია შეაგროვოს უნიკალური ტრეკები სხვა და სხვა მასშტაბური პროდუსერისგან, რათა გააჟღეროს სხვა და სხვა პროექტში. SMHQ ამაყად წარმოგიდგენთ მის ახალ პროექტს “Sos Music ROOM-ს”, რისი მიზანია, რომ მსოფლიოს სხვა და სხვა პროექტში დაიგეგმოს არტისტების ლაივები და დიჯეი სეტები.

Kususa ელექტრონულ მუსიკაში მოღვაწე სამხრეთ აფრიკული დუოა, რომელიც 2016 წელს Joshua Sihle Sokweba-სა და Mncedi Tshicila-ს მიერ ჩამოყალიბდა.

მათი ჟღერადობა გამოირჩევა “ჰაუს” მუსიკის, “აფრო ბითის”, “ტექნოსა” და აფრიკული მუსიკის ელემენტების სიხშირით. დუოს სახელი არის, როგორც წევრების სასცენო სახელების გაერთიანება, ასევე სიტყვა, რომელიც ერთ-ერთი სამხრეთ აფრიკული ენიდან - “შონადან” ითარგმნება როგორც “თავიდან დაწყება”.

წლების განმავლობაში ისინი დიდი ქვეყნების მნიშვნელოვან ელექტრონული მუსიკის ფესტივალებზე მოღვაწეობენ, ისეთი არტისტების გვერდიგვერდ, როგორებიცაა: Black Coffee, Henrik Schwarz, Monolink, Themba, &Me, Guy Mantzur და Innellea. ხოლო 2019 წელს ისინი წარდგნენ Ultra South Africa 2019-ზე.

2017 წელს მათ გამიქსეს “De Major - Traveller feat Lizwi”, რომელიც Traxsourse Top 200-ში ყველაზე გაყიდვადი Afro House სიმღერა გახდა. შემდეგ წელს კი ჰაუს მუსიკის ისეთმა გიგანტმა გამოიყენა საკუთარ 2018 წლის კრებულში, როგორიცაა Defected Records, რომელიც Sam Divine-ს მიერ იყო არჩეული.

ასევე 2019 წელს მათ ელექტრონული მუსიკის მსმენლისთვის საკმაოდ ნაცნობი ჟურნალის, “Mixmag-ის” გარეკანზეც შევხვდებით, ამავე წელს მათ იოჰანესბურგში გამართულ “Mixmag The Lab-ის” ღონისძიებაზე დაუკრეს.

მათ აკომპანიმენტს გაუწევს ქართველი არტისტი UCHA, ვის მუსიკამაც ევროპულ ბაზარზე უკვე მიიქცია ყურადღება და საკმაო წარმატებებიც მოიპოვა. მის ტრეკებს სხვა და სხვა ჩარტების მოწინავე ადგილებზე ვხვდებით და მათ ისეთი არტისტები ასრულებენ, როგორიცაა Black Coffee.

ასაკობრივი შეზღუდვა +21

Early Bird კალათა - 40 GEL (Very Limited)

I კალათა - 50 GEL

II კალათა - 70 GEL

III კალათა - 80 GEL

გთხოვთ იქონიოთ თან პირადობის დამადასტურებელი მოწმობა

შაბათი, 29 ოქტომბერი 23:55

Spacehall

₾ 50.00