600.00 ₾ -

დან

Tbilisi Gastro Week - ვახშამი Tsinandali Estate-ში

ოთხშაბათი, 28 სექტემბერი 20:00

წინანდლის მამული

აღწერა

28 სექტემბერს Tbilisi Gastro Week და SOLO წინანდალში, Radisson Collection Hotel Tsinandali Estate-ში, გეპატიჟებათ.

ვახშამს მსოფლიოში ცნობილი შეფები ‒ ჯანაინა რუედა და ჟოაო ოლივიერა ირაკლი ასათიანთან, Silk Hospitality-ს აღმასრულებელ შეფთან ერთად წარმოგიდგენენ.

კერძებს სომელიე სპეციალურად შერჩეულ ქართულ ღვინოებს შეუხამებს. ვახშმის დაწყებამდე შეფები უგემრიელესი აპეტაიზერებით გაგიმასპინძლდებიან.

ჟოაო ოლივიერა 1 მიშლენის ვარსვლავის მფლობელია და პორტიმაოს სასტუმროს, Bela Vista Hotel & Spa, შეფია.

ჯანაინა რუედა American Express Icon Award-ის გამარჯვებულია და სამხრეთ ამერიკის 50 საუკეთესო შეფს შორის პირველ ადგილზეა, მისი რესტორანი A Casa Do Porco კი მსოფლიოს 50 საუკეთესო რესტორანს შორის მე-7 ადგილს იკავებს.

გარდა შეუდარებელი ვახშმისა, ღონისძიების ფარგლებში შეძლებთ დაესწროთ კონცერტის პრემიერას, რომელიც 22:00 სთ-ზე ჩატარდება. თქვენ წინაშე წარდგებიან სოფო ბათილაშვილი, პაპუნა შარიქაძე და ლიზი რამიშვილი. პროდიუსერი - მარინა ბერიძე.

კონცერტის მსვლელობისას, ასევე, შეძლებთ დააგემოვნოთ შეფების მიერ შერჩეული დესერტები და კოქტეილები.

ასაკობრივი შეზღუდვა 18+

აპეტაიზერები, კოქტეილები - 19:00

Tbilisi Gastro Week იმართება SOLO-სა და თბილისის მუნიციპალიტეტის მერიისა და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერით.

Wealth Management-ისა და SOLO CLUB-ის მომხმარებლებისთვის მოქმედებს სპეციალური ფასი სასტუმრო Tsinandali Estate Raddison Collection-ში ნომრის დაჯავშნის შემთხვევაში.

დამატებითი ინფორმაციისთვის გთხოვთ დაუკავშირდეთ პირად ასისტენტთა გუნდს pa@solo.ge

მაგიდის ჯავშნისას, მეგობრებთან ერთად ერთ მაგიდასთან განთავსების სურვილის შემთხვევაში, გთხოვთ, დაგვიკავშირდით ნომრებზე: 555 281 878 / 551 342 244

ფასი არ მოიცავს სასტუმროს ღირებულებას.

ოთხშაბათი, 28 სექტემბერი 20:00

წინანდლის მამული

600.00 ₾-

დან