Psychea live in Elektrowerk

აღწერა

პირველად თბილისში - PSYCHEA

სანტ-პეტერბურგის ლეგენდარული კიბერ-ქორ ჯგუფი Psychea ჩაატარებს ექსკლუზიურ შოუს თბლისში ELEKTROWER-ში.

Psychea-ს პერფორმანსები ცნობილია გაძოფებული ენერგიით და ჭეშმარიტი ინფერნალური ატომოსფეროთი.

თბილისის ინტერნაციონალური აუდტორიისათვის Psychea-ს მომზადებული აქვს განსაკუთრებული, დიდი სეტი, როგორც ყოველთვის გადავსებული ცხელი, მძიმე, მძლავრი სიგიჟით.

ქართული სცენა წარმოდგენილი იქნება ჯგუფებით ნუ მიეყრდნობით, DEADSEC და EVERY DOG HAS ITS DAY

ექვსი ალბომისს, მრაველი EP და სინგლის შემდეგ, 2021 წელს Psychea-მ გამოუშვა ალბომი Visions, რომელშიც ჯგუფი ტრადიციულად სიახლის ძიებაში და მუსიკალურ ეხპერიმენტებშია და ამით როგორც ყოველთვის აოცებს როგორც თავის მსმენელს ასევე ზოგადად მუსკალურ სამყაროს. Psychea-ს დამსახურებულად დამკვიდრებული აქვს თავისი როლი როგორც მძიმე მუსკის ერთერთ უმნიშვნელოვანეს წარმომადგენელს რუსეთში. ჯგუფი გამოირჩევა სანკტ პეტერბურგის ანდერგრაუნდის ტრადიციების ერთგულებით, უსასრულო კრეატიული ექსპერიმენტებით და საკუთარი ჟანრის საზღვრების გაფართოვებით.

Psychea-ს დაკრული აქვს ისეთ ჯგუფებთან როგორებიცაა: Korn, Soulfly, Therapy, Glassjaw, Rammstein, Atari Teenage Riot.

ბავშვები 12 წლამდე დაიშვებიან მხოლოდ უფროსებთან ერთად.

კარი გაიღება — 20:00

I კალათა - 30 ₾

II კალათა - 35 ₾

კარზე - 40 ₾