35.00

კირკე

პარასკევი, 30 სექტემბერი 20:00

Silk Factory Studio

აღწერა

ცეკვის და თეატრის ექსპერიმენტული პლატფორმა და საქართველოს გოეთეს ინსტიტუტი წარმოგიდგენთ სახელგანთქმული გერმანელი ქორეოგრაფის ტულა ლიმნაიოსის დასის პერფომანსს

Isson - სოლო ორი კაცისთვის

"Isson“ ბერძნული სიტყვაა და ნიშნავს იგივე-ს;

ის ეძღვნება კონტრასტებს, რეალობას და ილუზიას, შუქს და ჩრდილს, მღელვარებას და სიმშვიდეს.

ორ რეალობას, რომლებსაც ერთმანეთისგან ვერ განაცალკევებ.

ორეულის მოტივი ერთდროულად დამაბნეველიცაა და მომხიბვლელიც: მისი გამოჩენა მე-სა და დანარჩენებს შორის საზღვარს აქრობს.

ორეული ფიქრობს მსგავსებასა და განსხვავებაზე, განიხილავს სუბიექტისა და მისი იდენტობის პრობლემას.

თავდაპირველად სპექტაკლი ჩაფიქრებული იყო, როგორც სოლო ორი ქალისთვის, რომელსაც ლენა მაიერკორდი და ტულა ლიმნაიოსი ორ პარალელურ სამყაროში სინქრონულად ცეკვავდა, ახლა კი მას მათი ანსამბლის ორი მოცეკვავე მამაკაცი განასახიერებს.

კონცეფცია/ქორეოგრაფია: ტულა ლიმნაიოსი

მუსიკა: რალფ რ. ოლერტცი

ცეკვა: ლეონარდო დ’აკუინო, ალესიო სკანდალე

განათების დიზაინი: კლაუს დუსტი

განათების ტექნიკოსი დომენიკ ენგემანი

კოსტიუმები: ტულა ლიმნაიოსი


პარასკევი, 30 სექტემბერი 20:00

Silk Factory Studio

₾ 35.00