ანტონ ჩეხოვი ‘’ თოლია ’’ პრემიერა

აღწერა

რეჟისორი დავით დოიაშვილი

სცენოგრაფი გიორგი უსტიაშვილი

კოსტუმების მხატვარი ანანო მოსიძე

ქორეოგრაფი კოტე ფურცელაძე

მუსიკის ავტორები გიორგი შამანაური და ნინა სუბლატი

განათების მხატვარი ია ნადირაშვილი

მონაწილეობენ:

ირინა არკადინა - ბუბა გოგორიშვილი

კონსტანტინ ტრეპლევი - გივიკო ბარათაშვილი

პეტრ სორინი - ალექსანდრე ბეგალიშვილი

ბორის ტრიგორინი - დავით ბეშიტაიშვილი

ნინა ზარეჩნაია - ტასო ჭანტურაია

ევგენი დორნი - ტატო ჩახუშავილი

ილია შამრაევი - ბადრი ბეგალიშვილი

პოლინა ანდრეევნა - ნანა ბუთხუზი

მაშა - ნანკა კალატოზიშვილი

სემიონ მედვედენკო - დევი ბიბილეიშვილი

სპექტაკლის შესახებ:

...როცა სიყვარულს ვერ გრძნობ, ან აუფასურებ, ან უნებურად უარყოფ, ან ნებით კლავ მას,

რადგან შეუპყრიხარ უიმედობას,

ამპარტავნებას, უნდობლობას!..

როცა, არეული გაქვს საკუთარი გრძნობების, ემოციების, საქციელების,

სურვილების კრიალოსანი!..

როცა, ბუნებრივ მოთხოვნილებებს, მხოლოდ პირით მოისაქმებ და არ გაინტერესებს,

ვის სივრცეს ანაგვიანებ!..

როცა ხელოვნება შენთვის ნიჰილიზმზე, სისხლზე, ილუსტრაციაზე, მშრალ რეალობაზე გადის და არ არის სულის ნამდვილი თავშესაფარი!..

როცა, მსოფლიო სულიც, შენთვის, მხოლოდ ერთ პატარა თოლიაში მოქცეულა,

რომელსაც, უტიფრად,

შენივე სახელს არქმევ!..

როცა ღალატობ შენს იდეალებს, პრინციპებს, საკუთარ თავს,

ხდები უსუსური და

გამოსავალს გაქცევაში ხედავ -

ბუნებრივია, ჰო, ლოგიკურია - ჩამოხსნა და გამოკრა ხელი რკინის ცივ ჩახმახს და

ცხელი ტყვია შეუშვა საკუთარ სხეულში,

იმ იმედით, რომ იქნებ -

ამ ტყვიის სიმხურვალემ გაათბოს,

გააცოცხლოს,

აანთოს შენი -

სიყვარულისგან და

არა სისხლისგან დაწრეტილი, დაცლილი გვამი!..