50.00

Royksopp DJ Set

შაბათი, 12 ნოემბერი 23:00

MonoHall (კინოს სახლი)

აღწერა

12 ნოემბერს, MONO HALL წარმოგიდგენთ, ელექტრონული მუსიკის ინდუსტრიაში, მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ნორვეგიულ დუოს - Röyksopp.

Röyksopp უკვე 24 წელია მსმენელს თავის შემოქმედებას უზიარებს და უზარმაზარი აუდიტორია ჰყავს მთელი მსოფლიოს მასშტაბით. ბენდი ორჯერ იყო ნომინირებული გრემის დაჯილდოვებაზე, ხოლო კარიერის მანძილზე მათი მუსიკა არაერთი ქვეყნის ჩარტების ტოპ პოზიციებს არ თმობდა. რათქმაუნდა ყველას კარგად გვახსოვს Röyksopp-ის ნამუშევარი - What Else Is There ? რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით და განსაკუთრებით საქართველოში, დიდი ხნის მანძილზე ყველა დიჯეისა თუ უბრალოდ მელომანის ფლეილისტში შეგხვდებოდათ.

Röyksopp-ის შემოქმედება სავსეა ექსპერიმენტებით და ის ელექტრონული მუსიკის სხვადასხვა საინტერესო ჟანრის შერწყმას წარმოადგენს. მათ მუსიკაში მოისმენთ, როგორც ჰაუს და სინთი-პოპ, ასევე ჩილ, დაუნტემპო და ემბიენთ ჟღერადობების სინთეზს.

Röyksopp-ის პერფორმანსები ყოველთვის განსაკუთრებული ენერგეტიკული მუხტითა და ვიზუალური ელემენტების სიმრავლით გამოირჩევა და თუ ერთხელ მაინც მოხვდით მათ კონცერტზე, ის ემოციები არასოდეს დაგავიწყდებათ.

12 ნოემბერს, Röyksopp დიჯეი სეტით წარსდგება მსმენელის წინაშე, MONO HALL-ის სცენაზე. აუცილებლად წამოიყვანე მეგობრები და შემოგვიერთდი, რადგან ეს ის ღონისძიებაა, რომელიც არ უნდა გამოტოვო.

------

23:00 - Hatsvali

02:00 - Royksopp

04:00 - Hatsvali b2b Toke

------

♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 18+

I კალათა - 50₾

II კალათა - 60₾

III კალათა - 70₾


შაბათი, 12 ნოემბერი 23:00

MonoHall (კინოს სახლი)

₾ 50.00