25.00 ₾ -

დან

ჯაზის საღამო - ჯოელ ფრამის ტრიო

აღწერა

ჯოელ ფრამი, საქსოფონი

დენ ლუმისი, ბასი

ერნესტო სერვინი, დასარტყამი

ჯოელ ფრამის ტრიო საერთაშორისო პროექტია და მის შემადგენლობაში შედის ტორონტოს ყველაზე გახმაურებული ჯგუფების: Myriad3 და Turboprop ლიდერი ერნესტო სერვინი (დასარტყამი) და კომპოზიტორი დენ ლუმისი - The Wee Trio-ს, TS Monk-ისა და ვადიმ ნესელოვსკის ტრიოს წევრი (ბასი). ტრიოს კონცერტი ჯგუფის ევროპული ტურის ფარგლებში იმართება.

------------------------------------------------------------------------------------------

ჯოელ ფრამი, ტენორ-საქსოფონისტი, ჯაზის მოყვარულთა შორის ცნობილია, როგორც თანამედროვეობის ლეგენდა. მის დაკვრას ახასიათებს უბადლო ემოციური გამოხატულება და ტექნიკური უნარები, რაც სრულად მოიცავს ამერიკული ჯაზის, ფანკის, როკისა და ბლუზის ტრადიციებს. მისი თაობის ისეთ წამყვან მუსიკოსებთან თანამშრომლობამ, როგორებიცაა: ბრედ მელდაუ, მეტ ვილსონი, ჯეინ მონეტი და არი ჰოენიგი და მისმა, როგორიც ლიდერის ხელწერამ, ჯოელ ფრამს დაუმკვიდრა წამყვანი ადგილი ჩვენი დროის ყველაზე მნიშვნელოვან და საინტერესო მუსიკოსებს შორის.

"New York Times" წერს: ”ჯოელმა დაამკვიდრა თვითმყოფადობა ... როგორც ოსტატური და დამაჯერებელი მიმართულების "პოსტ-ბოფ" საქსოფონისტმა"; ხოლო, ჟურნალი Ottawa Citizen ამბობს: "ჯაზის სამყაროში, ჯოელ ფრამი ცნობილია, როგორც გულისხმიერი ლაღი, ცოცხალი განწყობის, ტექნიკური მრავალფეროვნებისა და სრულყოფილების, გულწრფელად შემოქმედებითი მიდგომების მქონე მუსიკოსი".

ბრედ მელდაუ, ჯოელის ბავშვობის მეგობარი და სასცენო პარტნიორი, მას ასე ახასიათებს: "როდესაც ჯოელზე ვფიქრობ, მახსენდება მისი ბგერა - ფართე, გაშლილი, თბილი და მოხერხებული. ერთი რამ, რაც ყოველთვის მესმის ჯოელის დაკვრის დროს, არის მისი თამამი, მოურიდებელი ემოციური გახსნილობა".

ერნესტო სერვინიმ, სახელი გაითქვა, როგორც უაღრესად მოთხოვნადმა პარტნიორმა და შემდგარმა ლიდერმა. დრამერი და კომპოზიტორი გამოირჩევა ღრმა მუსიკალურობითა და მოზღვავებული, გადამდები ენერგეტიკით. მის სტილს აღწერენ, როგორც პეპელასავით მსუბუქს და ფუტკრის ნაკბენივით მწვავეს. "თანამედროვე დრამერის" მიხედვით: სერვინი მოგვაგონებს ძველი სკოლის წარმომადგენლებს არტ ბლეიკსა და ბილი ჰიგინსს. სერვინი ძლიერი და შთამბეჭდავი პიროვნებაა, რაც გამუდმებით იზიდავს და ხიბლავს მსმენელს.

სერვინის, როგორც ლიდერს, Anzic Records-თან თანამშრომლობის შედეგად, გამოცემული აქვს კვარტეტის 3 და სექსტეტის ("Turboprop") 2 ალბომი, რომელთაგან უკანასკნელს,

Downbeat - ის რედაქტორმა ფრანკ აკლიერმა საუკეთესო შეფასება მისცა და ნომინირებულ იქნა 2018 წლის JUNO -ს დაჯილდოებაზე, როგორც წლის საუკეთესო ჯაზის ალბომი.

დენ ლუმისი, ხანგრძლივი საშემსრულებლო გამოცდილების მქონე მუსიკოსი, გაბედული ლიდერი, მოთხოვნადი საიდმენი და კომპოზიტორია, რომლის მსოფლმხედველობამ და სულიერი თუ შინაგანი სიღრმეების ძიებამ განაპირობა მისი ინოვაციური და გულში ჩამწვდომი ნაწარმოებების შექმნა.

ბასის გარდა, ის არაჩვეულებრივად ფლობს კალამს და წარმატებით ქმნის მუსიკას, ხშირად დაკვეთითაც კი.

დენ ლუმისი, ასევე, საკმაოდ მოთხოვნადი საიდმენია. ის არის ვადიმ ნესელოვსკის ტრიოს მუდმივი წევრი, რომელიც უკრავს მთელ ევროპაში, Blue Note- სა და Village Vanguard- ში (ნიუ-იორკი). იმ შესანიშნავი მუსიკოსების მცირე ჩამონათვალი, ვისთანაც ლუმისს უმიშავია, მოიცავს: TS Monk, გარი ბურტონი, ვაიკლიფ გორდონი, ენრესტო სერვინი, ჯოელ ფრამი, ლორენს ჰობგუდი და The Respect Sextet. იგი უკრავს ნიუ – იორკის ყველა წამყვან კლუბში და ლინკოლნ ცენტრში; აგრეთვე, სისტემატურად აქვს კონცერტები მთელს ევროპაში, კანადაში, ავსტრალიაში, ჩინეთსა და შეერთებულ შტატებში.


ორშაბათი, 17 ოქტომბერი 20:00

თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია

25.00 ₾-

დან