ვალერი მელაძე

ღონისძიება ჯერ არ გამოქვეყნებულა

აღწერა

23 ნოემბერს, თბილისის სპორტის სასახლეში ვალერი მელაძის გალა-კონცერტი გაიმართება. მომღერალი მაყურებლის წინაში მრავალფეროვანი საკონცერტო პროგრამით წარსდგება.

საესტრადო მუსიკის სფეროში ყველაზე ცნობილი ძმები: ვალერი და კონსტანტინე მელაძეები ბათუმში დაიბადნენ. პირველადი მუსიკალური განათლება მათ სწორედ ზღვისპირა ქალაქში მიიღეს, უმაღლესი განათლების მისაღებად კი უკრაინაში, ქალაქ ნიკოლაევში გაემგზავრნენ. მრავალმხრივი ნიჭით გამორჩეული ძმები, მალე სტუდენტური ანსამბლის წევრები გახდნენ.

ვალერი მელაძემ, თავისი, განსხვვებული, გამორჩეული ხმითა და საშემსრულებლო მანერით, მალე მიიქცია პროდუსერთა ყურადღება და დაიკავა ადგილი დიდ შოუბიზნესში!

მრავალწლიანი მუსიკალური კარიერის მანძილზე, მომღერალს ექვსი ალბომი აქვს გამოშვებული, რომელთაგან პირველს, მის მიერ შესრულებული და ჰიტად ქცეული რომანსის: ,,სერას“ სახელი ჰქვია.

ვალერი მელაძის კონცერტები არამარტო პოსტსაბჭოთა, არამედ მსოფლიოს თითქმის ყველა ქვეყანაში იმართება, რაც კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს მის პოპულარობას მსმენელში.

მომღერალი არასდროს ივიწყებდა თავის სამშობლოს… ყოველთვის იდგა ქართველი ხალხის გვერდით, როცა ამის აუცილებლობა იყო. ამის დასტურია მისი კონცერტები ბათუმსა და თბილისში.