ბათუმი-თბილისის საერთაშორისო ფესტივალ "ღამის სერენადები"

აღწერა

2022 წლის 25, 26 აგვისტოს 20:30 საათი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახ. სახელწიფო დრამატული თეატრი. ბათუმი-თბილისის XIV საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები“, კლასიკური მუსიკის ვარსკვლავები, საბინე გროფმაიერი (კლარნეტი, გერმანია), ქეითი მაჰანი (ფორტეპიანო, აშშ) და ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“.

ფესტივალის დამაარსებელია მსოფლიოში სახელგანთქმული მევიოლინე და დირიჟორი ლიანა ისაკაძე, სამხატვრო ხელმძღვანელია გერმანიაში მოღვაწე მუსიკოსი გიორგი ისაკაძე.

1982 წელს საქართველოს უმშვენიერეს მხარეში – აფხაზეთში დაარსებულ ფესტივალს წელს 40 წელი უსრულდება.

ხუთშაბათი, 25 აგვისტო, 20:00 საათი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახ.სახელმწიფო დრამატული თეატრი.

მონაწილეები: საბინე გროფმაიერი (კლარნეტი, გერმანია) და ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“

პროგრამაშია მოცარტის კვინტეტი, ბახის, ბრამსის, როსინის, შოსტაკოვიჩის, პიაცოლას, მორიკონეს, მანგანის და ბერნსტაინის ნაწარმოებები არანჟირებული კლარნეტისთვის..

პარასკევი, 26 აგვისტო, 20:00 საათი, ბათუმის ილია ჭავჭავაძის სახ.სახელმწიფო დრამატული თეატრი.

მონაწილეები: ქეითი მაჰანი (ფორტეპიანო, აშშ) და ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“

პროგრამაშია მოცარტის, გერშვინის და ბერნსტაინის ნაწარმოებები.


ორგანიზატორებისთვის

ჩატარებული ღონისძიებები

TKT Club-ის შესახებ

ხშირად დასმული კითხვები

წესები და პირობები

კონფიდენციალობის პოლიტიკა

Copyright © 2015-2023 Online Tickets LLC. ყველა უფლება დაცულია.

საიტის ძველი ვერსია
Copyright © 2015-2020 Online Tickets LLC.
ყველა უფლება დაცულია.