სკულპტურების პარკის ტური

აღწერა

რია ქებურიას 2018 წელს დაარსებული ფონდი, მიზნად ისახავს თანამედროვე ხელოვნების განვითარებას საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში. სხვადასხვა გლობალური არტ-პროცესების ცნობიერების ამაღლებით, ფონდი ქმნის ინტერკულტურულ კონტექსტს და აერთიანებს არტ-პროფესიონალების მრავალფეროვან საზოგადოებას.

რია ქებურიას გალერეა ფოკუსირებულია პოსტადამიანური პერსონაჟებისა და ისტორიების გაცოცხლებაზე პერფორმანსის, ვიდეო არტის, დიზაინისა და ფოტოგრაფიის ენის გამოყენებით. გალერეის მამოძრავებელი ძალაა სხვადასხვა ხელოვანებთან, დიზაინერებთან, ფოტოგრაფებთან, კურატორებთან, მწერლებთან თანამშრომლობა.

რია ქებურიას ფონდი ხსნის სკულპტურების პარკს, სადაც წარმოდგენილია ისეთი ცნობილი მხატვრების ნამუშევრები, როგორებიც არიან სეფო, ფედორა აკიმოვა, ელენე ფიჩხაძე, დედა სიდონია, შოთა საგანელიძე, თორნიკე გოგნაძე, ნიკა კოპლატაძე და სხვა.

ყოველ ორშაბათს:

11 AM - მანქანის გამოსვლა თბილისიდან

12:30 PM - კაჭრეთში ტურის დაწყება

4 PM - უკან დაბრუნება თბილისში

ტურში შედის ლანჩი

12 წლამდე ბავშვები უფასოა

სტუდენტებისთვის 50%იანი ფასდაკლება (შეძენის შემთხვევაში აუცილებელია პირადობის დამადასტურებელი მოწმობის წარდგენა. წინააღმდეგ შემთხვევაში ბილეთი დაბრუნებას არ ექვემდებარება)

Riakeburia.com

Instagram:

https://instagram.com/riakeburiafoundation?igshid=YmMyMTA2M2Y=

Facebook:

https://www.facebook.com/riakeburiagallery