40.00 ₾ -

დან

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები იყიდება მხოლოდ მოთხოვნით

KERKETON x KIBE

19-20 აგვისტო 23:05

კიბე (ბათუმი)

აღწერა

Kerketon - 2 დღიანი ფესტივალი სტარტს წელს პირველად ბათუმში, 19 აგვისტოს კლუბში KIBE აიღებს. ღონისძიებების სერია ორიენტირებულია ტექნოს სხვადასხვა მიმართულებაზე და მის სადებიუტო ღამეებზე მოწვეულნი არიან დღევანდელი სცენის წამყვანი არტისტები.

19 AUG: Amotik - ბერლინში მოღვაწე ბრიტანელი არტისტის ტექნო პროექტი, რომელიც ქართველი მსმენელისთვის უკვე საკმაოდ ცნობილი სახელია. იგი არაერთი საინტერესო ჩანაწერის ავტორია სხვადასხვა წამყვან ტექნო ლეიბებზე, ასევე აღსანიშნავია მისი რადიო გადაცემები ბერლინულ მედია პლატფორმაზე HOR. ამავე ღამეს დაუკრავენ ამერიკელი დიჯეი და პროდიუსერი Carlos Matamoros, იგივე Altrd Being, რომელიც თბილისური ტექნო სცენის ნაწილი გახდა უკვე რამდენიმე წელია. ასევე საინტერესო B2B სეტით წარდგებიან კლუბის KHIDI რეზიდენტი არტისტი, ლეიბლის Sonic Groove ოჯახის წევრი Boyd Schidt და პრაღაში დაფუძნებული ახალგაზრდა ქართველი არტისტი Ly Sas. ღამეს დახურავს ბოლო წლების ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი ტექნო პროდიუსერი, პროექტის Greenbeam & Leon წევრი აჩი თაბუკაშვილი, სოლო პროექტით Vulkanski.

20 AUG - ლეიბლის FAST FORWARD PRODUCTIONS სულისჩამდგმელი Sugar, რომლის მიერ ლეიბლებზე EUROMANTIC, KULØR და KAOS IMPRINT გამოცემულმა ჩანაწერებმა და ორგანიზებულმა წვეულებებმა დიდი როლი ითამაშა დანიური სცენის ჟღერადობის გამოკვეთასა და მისთვის საერთაშორისო მნიშვნელობის მინიჭებაში. მას მასპინძლობას ახალგაზრდა არტისტი ნიკა მიტაიშვილი პროექტით Kyoma და კლუბის KHIDI რეგულარული არტისტი, ამერიკელი დიჯეი McKenzie გაუწევენ. ფესტივალს საინტერესო კოლაბორაციული სეტით დახურავენ ვაქსი ნოზაძე იგივე Vaxy და ვასილ ხურცილავა პროექტით 1002 Nights.

კლუბი KIBE - https://www.facebook.com/kibeart/

ივენთის ბმული - https://www.facebook.com/events/716868696051889

ინსტაგრამის ბმული - https://www.instagram.com/kibe.batumi/

ასაკობრივი შეზღუდვა 18+

I კალათა 40 ₾

II კალათა 50 ₾

I კალათა (2 დღიანი მულტიპასი) - 70 ₾

II კალათა (2 დღიანი მულტიპასი) - 90 ₾

19-20 აგვისტო 23:05

კიბე (ბათუმი)

40.00 ₾-

დან

აღნიშნულ ღონისძიებაზე ბილეთები იყიდება მხოლოდ მოთხოვნით