₾ 70.00


DECODER: CHARLOTTE DE WITTE / LY SAS / 3AM
შაბათი, 24 სექტემბერი 23:59
კუს ტბა
ელექტრონული მუსიკისა და ვიზუალური ხელოვნების ფესტივალი DECODER შემოდგომის მორიგ სერიას 24 სექტემბერს, SPACEHALL KUSTBA-ს ღია სივრცეში უმასპინძლებს.
CHARLOTTE DE WITTE | LY SAS | 3AM
CHARLOTTE DE WITTE თანამედროვე ელექტრონული მუსიკის სცენის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი წარმომადგენელია, რომლის შემოქმედებაც მუსიკის განსაკუთრებული სიყვარულისა და თავდაუზოგავი შრომის შედეგია.
“არავითარი ძილი” - ასეთი იყო არტისტის სამუშაო მოტო პირველივე დღიდან, როდესაც კაცებით დომინირებულ სცენაზე შეაბიჯა. სურვილმა, რომ მსმენელს მისი გენდერის ნაცვლად ყურადღება შემოქმედებისთვის მიექციათ, CHARLOTTE DE WITTE-ს გადააწყვეტინა, დაკვრა კაცის სახელით დაეწყო. ასე გაჩნდა RAVING GEORGE - ფსევდონიმი, რომლის მიღმაც საკუთარი ძალებისა და შესაძლებლობების სრულფასოვანი დემონსტრირების სურვილით შეპყრობილი ქალი იდგა.
RAVING GEORGE-ის სახელით გამოშვებულ ჩანაწერებს მალევე მოჰყვა დაინტერესება ლეიბლებისა და ფესტივალებისგან. 2015 წელს უკვე კი უკვე საკუთარი, CHARLOTTE DE WITTE-ს სახელით გამოცემულმა სადებიუტო EP-მ WELTSCHMER საშუალება მისცა, მყარად დაემკვიდრებინა თავი ელექტრონული მუსიკის სცენაზე.
2022 წლისთვის მის სახელზე სინგლებისა და ალბომების 25-მდე ჩანაწერია. დიჯეინგისა და პროდიუსერობის, წვეულებებისა და ფესტივალების ორგანიზების გარდა, შარლოტა ლეიბლის KNTXT დამფუძნებელია და მართავს რადიო შოუების სერიას BBC RADIO 1-ის ტალღაზე, ხოლო FORMULA 1-თან კოლაბორაციის შედეგად საბოლოოდ განმტკიცდა მისი, როგორც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური, შემოქმედებითი, ცოცხალი და ენერგიული არტისტის რეპუტაცია.
საფესტივალო ღამეზე მასთან ერთად წარდგებიან ადგილობრივი სცენის ორი ახალი და გამორჩეული სახე - LY SAS შეუჩერებელი ენერგიით, შრომის ეთიკითა და მასთან ერთად ახალი ტალღის წარმომადგენელი 3AM.
——————————————————
ასაკობრივი შეზღუდვა 18+
I კალათა - 70 ₾
II კალათა - 80 ₾
III კალათა - 90 ₾