45.00 ₾ -

დან

ესპანეთი-ბულგარეთი / თურქეთი - მონტენეგრო

ხუთშაბათი, 01 სექტემბერი 15:30

თბილისი არენა

აღწერა

საქართველო 1 სექტებრიდან 7 სექტემბრის ჩათვლით კალათბურთში 2022 წლის ევროპის ჩემპიონატს მასპინძლობს.

ევრობასკეტ-2022-ის „ა“ ჯგუფის თამაშები, სადაც ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროს და საქართველოს ნაკრები გუნდები იღებენ მონაწილეობას, გაიმართება „თბილისი არენაზე“.

გულშემატკივრისთვის სამი კატეგორიის ბილეთების შეძენა იქნება შესაძლებელი:

● პირველი ორი თამაშის ბილეთები: საშუალებას აძლევს მფლობელს დაესწროს დღის პირველ ორ თამაშს

● ბოლო თამაშის ბილეთი: საშუალებას აძლევს მფლობელს დაესწროს მხოლოდ დღის ბოლო თამაშს

● საქართველოს ეროვნული ნაკრების ყველა მატჩის ბილეთი - „უგულშემატკივრე

საქართველოს“ - საშუალებას აძლევს მფლობელს დაესწროს საქართველოს ნაკრების ყველა თამაშს ევრობასკეტზე. საქართველოს ნაკრების თამაშების აბონემენტის შეძენა შესაძლებელი იქნება --- ივლისიდან 25 აგვისტომდე.

პირველ ეტაპზე გულშემატკივარს შეეძლება შეიძინოს მეორე იარუსის ბილეთები, ხოლო აგვისტოს თვის განმავლობაში დაიწყება პირველი იარუსის ბილეთების გაყიდვა.

1-ლი იარუსი - ერთი თამაშის ფასი (დღის ბოლოს მატჩი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით):

1. VIP 1 – 130 ლარი

2. VIP 2 – 100 ლარი

მე-2 იარუსი - ერთი თამაშის ფასი (დღის ბოლოს მატჩი საქართველოს ნაკრების მონაწილეობით)

1. A კატეგორია - 60 ლარი

2. B კატეგორია - 50 ლარი

3. C კატეფორია - 45 ლარი

4. D კატეგორია - 40 ლარი

5. E კატეგორია - 35 ლარი

6. F კატეგორია - 20 ლარი

1-ლი იარუსი - პირველი ორი თამაშის ფასი:

1. VIP 1 – 230 ლარი

2. VIP 2 – 170 ლარი

მე-2 იარუსი - პირველი ორი თამაშის ფასი:

1. A კატეგორია - 100 ლარი

2. B კატეგორია - 90 ლარი

3. C კატეგორია - 80 ლარი

4. D კატეგორია - 70 ლარი

5. E კატეფორია - 60 ლარი

6. F კატეფორია - 30 ლარი

1-ლი იარუსის ადგილები მიეკუთვნება VIP კატეგორიას, რომელიც საუკეთესოა თამაშის საყურებლად. თუმცა, პირველ იარუსზეც არის ადგილები შედარებით შეზღუდული მხედველობით, რომელიც ასახულია ფასზე და შესაბამისად, VIP კატეგორია იყოფა ორ ნაწილად, რომელთა ფასი 100 და 130 ლარია. VIP კატეგორიის ბილეთის მფლობელებს აქვთ საშუალება გამოიყენონ აღნიშნული ზონა, სადაც მათ შეეძლებათ მიიღონ საკვები, გამაგრილებელი სასმელი და დააგემოვნონ ქართული ღვინო.

მე-2 იარუსი იყოფა A-F კატეგორიებად. ფასებიც მოედნის მხედველობიდან გამომდინარე ნაწილდება - 20, 35, 40, 45, 50 და 60 ლარი. მართალია, არის გარკვეული ადგილები, შედარებით ნაკლები მხედველობით, თუმცა მთლიანობაში ყველა მათგანი საუკეთესოა ევრობასკეტის სრულად შეგრძნებისთვის.

არენის აღწერა:

„თბილისი არენა“, რომელიც მდებარეობს უნივერსიტეტის ქუჩაზე - N 15ა, სპეციალურად აშენდა ყველაზე მასშტაბური და პრესტიული ღონისძიების, ევრობასკეტ-2022-ის ჩასატარებლად. თანამედროვე სპორტის სტანდარტების მქონე „თბილისი არენა“ გათვლილია 10 000 მაყურებელზე, რომელსაც შეუძლია უმასპინძლოს როგორც სპორტულ, ასევე კულტურულ ღონისძიებებს. „თბილისი არენა“ 1-7 სექტემბერს უმასპინძლებს ევრობასკეტ-2022-ის „ა“ ჯგუფის თამაშებს, სადაც მონაწილეობას მიიღებენ ესპანეთის, თურქეთის, ბელგიის, ბულგარეთის, მონტენეგროსa და საქართველოს ნაკრები გუნდები.

ბილეთის ყიდვით ვეთანხმები ფიბას არენაზე ქცევის წესებს რომელიც ხელმისაწვდომია:

http://gbf.ge/app/uploads/2022/07/reg.pdf

გთხოვთ, გაითვალისწინოთ რომ მე-2 თამაშის შემდეგ ყველა გულშემატკივარმა უნდა დატოვოს არენა!

ბილეთი ესაჭიროება ყველა ასაკის მაყურებელს.

ბილეთის დაბრუნება/გადაცვლა არ ხორციელდება.


ხუთშაბათი, 01 სექტემბერი 15:30

თბილისი არენა

45.00 ₾-

დან