25.00

The Natural Born Lovers & Paul Rimpe

შაბათი, 27 აგვისტო 20:00

BluesVillage.ge

აღწერა

ბლუზ ფესტივალი ბრუნდება!

ლაგოდეხში მდებარე ბლუზ ვილიჯი უკვე მეექვსე წელია საქართველოში და

მსოფლიოში ცნობილ ბლუზ მუსიკოსებს მასპინძლობს და ამით ქვეყანაში ბლუზის

პოპულარიზაციასა და მაღალი მუსიკალური გემოვნების ჩამოყალიბებას უწყობს

ხელს.

წელს რიგით მეექვსე ფესტივალს ქართველი არტისტი ვახო ჟორჟოლიანი და მისი

ლაივ ბლუზ ბენდი გახსნის.

დღეს ვახო ჟორჟოლიანი როგორც ისრაელში, ისე საქართველოში ბლუზის ერთ-ერთ

გამორჩეულ შემსრულებლად ითვლება, ეს კი მისი არაორდინალური შესრულების

სტილის დამსახურებაა, რომელიც მსმენელის ყურადღებას პირველივე ბგერიდან

იპყრობს. ჰარმონიკა და სლაიდ გიტარა ის ინსტრუმენტებია, რომელზეც ქართული

ბლუზის სცენის ყველაზე საინტერესო მუსიკოსად აღიარებული არტისტი უკრავს.

მსმენელს ლაგოდეხის ბლუზ ფესტივალის გახსნაზე, ენერგიული, საინტერესო და

არაორდინალური მუსკის მოსმენა და განსაკუთრებული ენერგიით დამუხტვა

შეეძლება.

საღამო შაბათს, 20:00 საათზე დაიწყება.

ბლუზ ვილიჯის კარი 18 საათიდან გაიღება.

სურვილის შემთხვევაში შესაძლებელია მაგიდის დაჯავშნა: 595 293945

შაბათი, 27 აგვისტო 20:00

BluesVillage.ge

₾ 25.00