ბრაზილიური მუსიკის კონცერტი. კვარტეტი „შორონას“

აღწერა

ოთხშაბათს, 29 ივნისს, 19:00 საათზე, თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიის დიდ დარბაზში კონცერტს გამართავს ბრაზილიური მუსიკალური ჯგუფი CHORONAS - კვარტეტი, რომელიც მსმენელს ბრაზილიური მუსიკის რითმებით აჯადოებს (შორო, ბაიაო, მაშიში და სამბა). „შორონას“ დაარსდა 1994 წელს და მას მერე გამოშვებული აქვს ხუთი CD ალბომი.

ამ ტურის ფარგლებში კონცერტები დაგეგმილია ბულგარეთში, აზერბაიჯანში, საქართველოსა და სერბეთში.

კონცერტს ორგანიზებას უწევს ბრაზილიის საელჩო საქართველოში და ეს იქნება რიგით მე-4-ე კონცერტი კულტურული ღონისძიებების ციკლიდან ბრაზილიის დამოუკიდებლობის 200 წლისთავის აღსანიშნავად.