CIRCUS / CORROID/EVA IVER/ FREQUENCY SHIFTER/RYUU

აღწერა

24 ივნისს CIRCUS უმასპინძლებს ჰაიდელბერგში დაფუძნებულ დიჯეი/პროდიუსერს CORROID. მისი ჟღერადობიბით მსმენელს შეუძლია დატოვოს რეალობა და შეაღწიოს მუსიკაში. მისი უკომპრომისო და გულახდილი ტექნო ნაწარმოებები მსმენელს მის ხელში აქცევს. 2018 წელს გამოსცა სადებიუტო ციფრული EP ‘Damals und der Stacheldraht’, ასევე პირველი EP ვინილზე ‘Durch das Gitter deine Luft’ JoeFarr’-ის ლეიბლზე ‘User Experience’.

სცენაზე ასევე წარსდგება თბილისში დაფუძნებული დიჯეი EVA IVER. ტექნო მუსიკასთან მისი მიჯაჭვულობა 2017 წელს, კლუბ KHIDI-ში მუშაობისას დაიწყო და მალევე იპოვა თავი განსაკუთრებით Dark Electro და EBM ჯღერადობებში. პანდემიის შემდეგ გამოსცა სეტი Drama Bar Radio (Tes)-ზე, ასევე უკრავს ისეთ კლუბებში როგორიცაა KHIDI და CAFE GALLERY.

გიგა არაბული - იგივე FREQUENCY SHIFTER, კლუბ KHIDI-ს რეზიდენტი დიჯეი და პროდიუსერი. ადგილობრივი ელექტრონული მუსიკის სცენის სწრაფი ტემპით განვითარებამ არტისტზე დიდი გავლენა მოახდინა, რამაც საშუალება მისცა ჩამოეყალიბებინა თავისი ჯღერადობა რომელიც ინდუსტრიულ ტექნოს , EBM, პოსტ პანკ და ნიუ ვეივ-ის სინთეზს მოიცავს . 2019 წელს შედგა მისი დებიუტი Boiler Room-ზე რომელიც კლუბ KHIDI-ში Club night-ის სახით ჩატარდა.

ასევე ვმასპინძლობთ ნოდარ ქოჩერაშვილს, იგივე - RYUU, რომლის ელექტრონული მუსიკისადმი სიყვარულიც ადრეული ასაკიდან იჩენს თავს. წლების მანძილზე ჩართული იყო, სხვადასხვა ფესტივალების საორგანიზაციო საქმიანობაში, ხოლო 2017 წლიდან უშუალოდ იწყება მისი კარიერა დიჯეის მიმართულებით - პროექტით RYUU. არტისტისთვის ყველაზე ახლო ჰიპნოტური, მძიმე და ინდუსტრიული "ხმები" აღმოჩნდა. დღეისთვის ის კლუბ BUDE-ს რეზიდენტია, რომელიც ქუთაისში მდებარეობს.

ასაკობრივი შეზღუდვა 18+

https://www.facebook.com/events/2042193005969122/?ref=newsfeed/

https://www.instagram.com/circusbatumi/