20.00 ₾ -

დან

"სამეფო ნაციონალური ბალეტი"-ს უნიკალური წარმოდგენა "ქართული ცეცხლი"

აღწერა

საქართველოს სამეფო ნაციონალური ბალეტი წარმოგიდგენთ ფენომენალურ წარმოდგენას „ქართული ცეცხლი“ რომელიც გაიმართება მხოლოდ ერთი დღე 10 ივლისს თბილისის საკონცერტო დარბაზში.

ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში 300-ზე მეტი კონცერტი ჩაატარა დასმა სრული ანშლაგით, ევროპის და აზიის თითქმის ყველა ქვეყანაში, ეს კონცერტი აღარებული იქნა როგორც ერთერთი საუკეთესო ფენომენალური წარმოდგენა.

ასევე ამ წარმოდგენაში მონაწილეობას მიიღებს ჰოლანდიის ბალეტის ქართველი მოცეკვავე გიორგი ფოცხიშვილი რომელიც არის როგორც მოწვეული არტისტი და სოლისტი.

წარმოდგენა „ქართული ცეცხლი“ აგებულია ქართული ტრადიციული და თანამედროვე საცეკვაო ქორეოგრაფიულ დადგმებზე, რომელიც აერთიანებს მთელს საქართველოს როგორც ერთი სრულფასოვანი საცეკვაო წარმოდგენა. წარმოდგენაში გამოყენებულია 370 უნიკალური საცეკვაო კოსტუმუ, უნიკალური დეკორაციები, მაყურებელი იმოგზაურებს მთლეს საქართველოში და გაეცნობა ჩვენს მიერ დანახულ საქართველოს ყველა კუთხეს.

ნუ გამოტოვებთ ამ შესაძლებლობას, თქვენ გელით დაუვიწყარი ქართული საცეკვაო წარმოდგენა, რომელიც გაიმართება მხოლოდ ერთი დღე თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში.

დამდგმელი ბალეტმეისტერები: გელა ფოცხიშვილი და მაია კიკნაძე

პროგრამის დირექტორი: გელოდი ფოცხიშვილი

კარის გაღება - 19:00

ასაკობრივი შეზღუდვა 5+ (ყველა ასაკის მაყურებელს ესაჭიროება ბილეთი)

კვირა, 10 ივლისი 20:00

თბილისის საკონცერტო დარბაზი

20.00 ₾-

დან