70.00

ოსკარ ანტონი სოციალურ სივრცეში

კვირა, 07 აგვისტო 20:00

სოციალური სივრცე

აღწერა

Oscar Anton ის სახელია, რომელსაც ინტერნეტმომხმარებელი 2020 წლიდან იცნობს, რაც ონლაინპლატფორმებისადმი არტისტის ინოვაციური მიდგომისა და აქტიური მუშაობის შედეგია. 7 აგვისტოს სოციალური სივრცის სცენას ფრანგული ინდი მუსიკის ამომავალი ვარსკვლავი Oscar Anton ბენდთან ერთად დაიკავებს.

— მუსიკა —

მუსიკა სოციალური სივრცის მთავარი საკომუნიკაციო ენაა, რომლის დახმარებითაც ღრმად ფესვგადგმული ემოციებისა და მრავალფეროვანი გამოცდილებების გაზიარებაა შესაძლებელი. სოციალურ სივრცე გლობალურად და ლოკალურად ცნობილ არტისტებს იწვევს, რომლებიც გარემოს მშვენიერებითა და ერთად შექმნილი მომენტებით შთაგონებულ მუსიკას ქმნიან.

— Oscar Anton —

Oscar Anton-ის ინოვაციურობა 2020 წელს, პანდემიის დროს შექმნილ პროექტში, Home of Sanity-ში გამოიხატა, რომლის ფარგლებშიც არტისტი ყოველთვიურად 3 ახალ სიმღერას გამოსცემდა ონლაინპლატფორმებზე. ერთი წლის განმავლობაში მუსიკოსმა ათობით კომპოზიცია გამოაქვეყნა, რომელთა შორის განსაკუთრებული წარმატება Clementine-თან ერთად ჩაწერილმა სინგლმა, Nuits d'été-მ მოიპოვა, და ისეთ ჰიტებთან ერთად, როგორებიცაა Bye Bye და Play and Rewind გლობალურ ჩარტებში მოხვდა.

2022 წელს Oscar Anton-მა ახალი პროექტი, The Postcard Challenge დაიწყო, რომელიც ყოველი თვის პირველ პარასკევს ახალი ნამუშევრის გამოცემას ითვალისწინებს სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენელ არტისტთან ერთად. Oscar Anton სოციალურ სივრცეს პირველი ტურის ფარგლებში ბენდთან ერთად ეწვევა.

— მნიშვნელოვანი ინფორმაცია —

I კალათა - 70 ლარი

II კალათა - 90 ლარი

ასაკი: 21+

ადგილმდებარეობა: შეკვეთილი, მუსიკოსთა პარკი

— სოციალური სივრცე —

სოციალური სივრცე შეკვეთილში, მუსიკოსთა პარკში მდებარე მულტიფუნქციური სივრცეა, რომლის მისიაა ადამიანები ერთი მიზნის გარშემო გააერთიანოს, რაც ცოდნისა და გამოცდილების გაზიარებით გარემოსა და ერთმანეთზე ზრუნვას გულისხმობს.

https://linktr.ee/thesocialspaceshekvetili

კვირა, 07 აგვისტო 20:00

სოციალური სივრცე

₾ 70.00