₾ 30.00


სიგნალი 001
პარასკევი, 08 ივლისი 23:00
19 Ialno St, T'bilisi
სიგნალი 001 წარმოგიდგენთ საქართველოში პირველ warehouse სტილისა და ფესტივალის ტიპის ღონისძების ერთობლიობას.
ვინაიდან ყველა ხმა და მოძრაობა სიგნალია, პროექტის მიზანია შექმნას გარემო, სადაც თითეული მსმენელი გასცემს ან იპოვის საკუთარს.
აქ მოუსმენთ თბილისის მიწისქვეშა სცენის გამორჩულ არტისტებს, რომლებიც გვთავაზობენ შინაგან, ინტიმურ და პოზიტიური სიხშირეების კავშირს.
8 ივლისს სიგნალის პირველი სცენა დაეთმობა ისეთ არტისტებს როგორებიც არიან SEQTA, TBILI ORGIA, OTTONIAN, CRIME, DJ HIGHLIMITER.
"Tbili orgia" პროექტია, რომელიც მოიცავს განსხვავებული ფორმატის მუსიკალურ აქტივობებს საქართველოსა და თბილისის მაშტაბით.
ეს სახელი აერთიანებს: მუსიკალურ ლეიბლს, წვეულებების სერიებს, არტისტთა ჯგუფსა და სხვადასხვა მუსიკალურ კვლევებს.
https://soundcloud.com/tbiliorgia
TES-ის რეზიდენტი Ottonian , ადრე ცნობილი თავისი Ghetto-Tech ფროდაქშენით, ამ დროისთვის დეტროიტული ჟღერადობის, მაღალ ენერგიულ საცეკვაო მუსიკაზეა ორიენტირებული.
https://soundcloud.com/ottonian
Seqta ბერლინში მოღვაწე ქართველი არტისტია, რომლის სეტებიც შეუჩერებლივ აწვდის მსმენელს დაუვიწყარ მუსიკას.
მისი სეტები მოძრაობს Hypnotic Acid Trance-დან,შამანური დრამებით და პროგრესული ბრეიქებით რომლებიც სავსეა გეტოს ინტიმით.
Crime ქართლი ლეიბლის, Fear No System-ის დამფუძნებელია, იგი დიდ ინსპირაციას იღებს ძველი დეტროიტის ესთეტიკისა და საუნდისგან.
მისი ჟღერადობა მოიცავს სწრაფი ტემპის ელექტროსა და გრუვი ტექნოს ნაზავს.
https://soundcloud.com/vaaskys
DJ HIGHLIMITER - ტექნო სცენის ახალი ტალღის წარმომადგენელია , რომელიც აერთიანებს ჯაზურ და ლათინო რიტმების ჟღერადობებს,
როგორც მის ნამუშევრებში, ასევე სეტებშიც ნათლად ჩანს Old School Techno-ს წამყვანი სახეებით ინსპირირებული რიტმებისა და ჟღერადობების ერთობლიობა.
https://soundcloud.com/highlimiter420
ასაკობრივი შეზღუდვა / Face Control 18+
I კალათა - 30 ლარი
II კალათა - 40 ლარი
III კალათა - 50 ლარი
კარზე - 50 ლარი
ბილეთების ფასში შედის ტრანსპორტირება. რუსთაველზე, ველოსიპედთან დაინიშნება მიკროავტობუსები, რომელებიც უწყვეტად ივლიან ლოკაციის მიმართულებით და უკან.
ჩვენი გუნდი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს უკრაინაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით და ღონისძიებიდან შემოსული თანხის ნაწილს გადავურიცხავთ საქართველოში მყოფ დევნილ უკრაინელ ოჯახებს.