9360.00

აჭარის საინვესტიციო ტური

აღწერა

მიმდინარე წლის 19-23 ივლისს, კომპანია IBCCS Georgia-სა და საქართველო-კვიპროსის ბიზნეს კლუბის ორგანიზებით, აჭარას ინვესტორთა ჯგუფი ეწვევა

„აჭარის საინვესტიციო ტურის“ ფარგლებში აგრეთვე დაგეგმილია „ბათუმის ბიზნეს ფორუმი 2022“, რომელიც 21 ივლისს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მხარდაჭერით გაიმართება.

აღნიშნული ბიზნეს ტურისა და კონფერენციის მთავარი მიზანია წარმოაჩინოს სამეწარმეო საქმიანობის მრავალფეროვნება საქართველოში და ხელი შეუწყოს ქართული თუ უცხოური ბიზნეს წრეების წარმომადგენელებს შორის მყარი საქმიანი კავშირების ჩამოყალიბებას.

აჭარის საინვესტიციო ტური მოიცავს:

• ტრანსფერს აეროპორტიდან;

• განთავსებას ბათუმში 5/4-ვარსკვლავიან სასტუმროში;

• B2B შეხვედრებს;

• შეხვედრებს დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებთან;

• მსხვილი საინვესტიციო პროექტების გაცნობას ლოკაციებზე ვიზიტით;

• ბათუმის ღირსშესანიშნაობების დათვალიერებას;

• „ბათუმის ბიზნეს ფორუმი 2022“-ზე დასწრებას;

• გალა-ივენთს;

• საუზმეს, ლანჩსა და ვახშამს;

• ქართული სამზარეულოსა და ღვინის დეგუსტაციას;

საინვესტიციო ტურში მონაწილეობა მოგცემთ შესაძლებლობას:

• გაეცნოთ საინვესტიციო შესაძლებლობებს აჭარაში, საქართველოში;

• შეხვდეთ პოტენციურ კლიენტებს, პარტნიორებს ან/და ინვესტორებს;

• დაამყაროთ საქმიანი ურთიერთობები ადგილობრივ და საერთაშორისო კომპანიებთან;

• გაზარდოთ თქვენი კომპანიის ცნობადობა (როგორც ბრენდის, ასევე მიმდინარე პროექტების);

• წარუდგინოთ თქვენი პროდუქტი ან/და მომსახურება დელეგაციისა და ფორუმის მონაწილეებს;

• გაავრცელოთ თქვენი მარკეტინგული მასალები;

• მონაწილეობა მიიღოთ ფორუმის ფარგლებში დაგეგმილ B2B შეხვედრებში.

ღონისძიების შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად და რეგისტრაციისთვის მიყევით მოცემულ ბმულს: https://ibccs.tax/events/batumi2022/

დელეგაციის ვიზიტზე დეტალების გასაცნობად და მონაწილეობისათვის ეწვიეთ ვებგვერდს: https://ibccs.tax/events/batumi2022/delegation/


I კალათა - 7 450₾

II კალათა - 9 360₾

III კალათა - 11 270₾

19-23 ივლისი 09:30

სასტუმრო შერატონ ბათუმი

₾ 9360.00