30.00 - 60.00

ერისიონი

აღწერა

“ერისიონი” წარმოგიდგენთ!

“ქართული ლეგენდა” ბრუნდება, რომელმაც ბოლო ათწლეულების მანძილზე მსოფლიო განაცვიფრა და აალაპარაკა.

“ერისიონის” პროგრამას “ქართული ლეგენდა” თბილისის საკონცერტო დარბაზში 4 და 5 ივნისს ქართველი მაყურებელი იხილავს.

შოუ-პროგრამა “ქართული ლეგენდის” შექმნაში და მის მსოფლიოში პოპულარიზებაში დიდი წვლილი შეიტანეს ბატონებმა, ჯემალ ჭკუასელმა და რევაზ ჭოხონელიძემ. სწორედ ბატონი ჯემალ ჭკუასელის ხსოვნას ეძღვნება “ქართული ლეგენდის” ახალი შოუ-პროგრამა, რომელიც ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა ბატონმა შერმანდი ჭკუასელმა და მთავარმა ქორეოგრაფმა ქალბატონმა ეკა ჭკუასელმა შექმნეს.

მადლობას ვუხდით ჩვენს მხარდამჭერებს: ფონდ “ქართული გალობას” და მის გენერალურ დირექტორს ქალბატონ ნანა გოთუას. ასევე, საინფორმაციო მხარდაჭერისთვის საზოგადოებრივ მაუწყებელს.

შაბათი, 04 ივნისი 20:00

თბილისის საკონცერტო დარბაზი

₾ 30.00 - 60.00