55.00

Dakha Brakha

პარასკევი, 27 მაისი 20:00

MonoHall (კინოს სახლი)

აღწერა

27 მაისს, განახლებულ Mono Hall -ში, უკრაინის კულტურის სამინისტროს დახმარებით, კომპანია H2D-ის, ფესტივალი Rokva-ს და Straus Entertainment-ის უკრაინულ-ქართული კოლაბორაცია წარმოგიდგენთ მსოფლიოში განთქმული უკრაინული კვარტეტის, DakhaBrakha-ს საქველმოქმედო კონცერტს, რომელიც A Live for Life საქველმოქმედო ტურის ფარგლებში გაიმართება.

UNICEF - ის მონაცემებზე დაყრდნობით, რუსეთის თავდასხმამ უკრაინაზე მილიონობით უკრაინელი ბავშვი იძულებით გადაადგილებულ პირად აქცია. დევნილი ბავშვების ასეთი რაოდენობა ჩვენს პლანეტას მეორე მსოფლიო ომის შემდეგ არ უნახავს.

DakhaBrakha ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი უკრაინული პროექტია, რომელიც მსოფლიოს თითქმის ყველა წამყვანი ფესტივალისა და საკონცერტო დარბაზის ხშირი სტუმარია. უკრაინული „ეთნიკური ქაოსის“ ფუნდამენტური ელემენტების - ფოლკის საუნდისა და თეატრალური სულის შერწყმისას ჯგუფი თანამედროვე პოპ რითმებისა და უკრაინული ფოლკლორის ფესვების კომბინაციით არნახულ მუსიკალურ გამოცდილებას ქმნის, რომელიც მათ ენაზე „არტისტულ და კულტურულ განთავისუფლებასთან“ ასოცირდება.

დღეს DakhaBrakha ყველაზე მეტად ასოცირდება უკრაინელი ხალხის მიმდინარე ბრძოლასთან ბოროტებასთან და მათი კომპოზიციები ამ ბრძოლის ჰიმნად იქცა. ომის დაწყების შემდეგ ჯგუფი დაუღალავად მოგზაურობს კონტინენტიდან კონტინენტზე და ყველა წამყვან ფესტივალზე და საკონცერტო დარბაზში ახმოვანებს უკრაინელი ხალხის სათქმელს თავისი პერფორმანსის მეშვეობით.

I კალათა 45ლ

II კალათა 55ლ

III კალათა 65ლ

ასაკობრივი შეზღუდვა 18+


პარასკევი, 27 მაისი 20:00

MonoHall (კინოს სახლი)

₾ 55.00