50.00

GAVINCO IN TBILISI

პარასკევი, 20 მაისი 23:00

Underwheel Club

აღწერა

20 მაისს, UNDERWHEEL CLUB-ში ZETSA•ზეცა წარმოგიდგენთ ელექტრონული მუსიკის გლობალური სცენის ერთ-ერთ ყველაზე წარმატებულ ბრიტანელ არტისტს, Gavinco.

ბრიტანელ არტისტს, მასპინძლობას მოწინავე და პიონერი ქართველი არტისტები, TOKE, LEVI LOVE DISCO, RENE და Levan Grdzelidze გაუწევენ.

Joe newhan სასცენო სახელით Gavinco არის ბრიტანელი მუსიკოსი, რომელიც house ჟანრის ვირტუოზია, მის დისკოგრაფიაში აღმოვაჩენთ არაერთ ნამუშევარს, რომელიც საკმაოდ პოპულარულია. Gavinco-ს შემოქმედება ხასიათდება სასიამოვნო მელოდიებით, რომელიც ყველას კარგ განწყობაზე მოიყვანს. არტისტი მსენელს მდიდარ მელოდიებს, ჰაუსისა და ჯაზის რიტმების შერწყმას სთავაზობს. Gavinco თანამშრომლობს, საფრანგეთში დაარსებულ, ჩამწერ ლეიბლ Houseum-თან, რომელიც ევროპაში ელექტრონული მუსიკის სფეროში წამყვანია.

მოუსმინე: https://soundcloud.com/gavinco

ლევი ბერიშვილი, უფრო ცნობილი, როგორც Levi Love Disco ახალგაზრდა ნიჭიერი არტისტია, რომელიც ქართული ელექტრონული მუსიკის სცენაზე, დიდ როლს თამაშობს. მისი გამოცდილება 22 წლის ასაკში საკმაოდ დიდია, იგი მსმენელს სხვადასხვა პერიოდის დისკოს სთავაზობს, არტისტის თქმით მის მუსიკაზე დიდი გავლენა ჰაუსის ჟანრს აქვს. მას თავისი შემოქმედება შეუსრულებია მაღალი კალიბრის კლუბებსა თუ ფესტივალებზე, როგორებიცაა: KHIDI, Club Der Visionare, Mountain festival, ასევე აღსანიშნავია ლევის 4 წლიანი რეზიდენცია და თანამშრომლობა Ezo ფესტივალთან.

მოუსმინე: https://soundcloud.com/levilovedisco12

თოკე ნიკოლაიშვილი, იგივე TOKE, პიონერი დიჯეია ქართული ელექტრონული მუსიკისა. 2015 წელს ელექტრონავტების დაჯოლდოებაზე გამარჯვებული გახდა, ნომინაციაში წლის საუკეთესო ტრეკი. 2016 წელს დაუკრა პირველად კლუბ ვიტამინში. 2018 წელს გამოვიდაა მისი პირველი EP ვინილზე პარიზულ ლეიბლ D.KO Records-ზე, ამას მოყვა Split EP ბრისტოლურ Mint Tea - ზე. მას საკუთარი მუსიკა შესრულებული აქვს არაერთ წამყვან კლუბსა თუ ფესტივალზე, როგორებიცაა: KHIDI, MZESUMZIRA, 4GB, SWING festival და მრავალი სხვა.

მოუსმინე: https://soundcloud.com/toke3

Levan grdzelidze B2B rene, ეს ორი ნიჭიერი არტისტი, ერთმანეთის მხარდამხარ დუკრავენ თავიანთ შემოქმედებას. Rene არის პროექტი ახალგაზრდა ქართელი არტისტისა. ის არის რეზიდენტი დიჯეი კლუნ Barfly-ში და ასევე იგი ქართული ლეიბლის შემქმნელია სახელად Domain Records. ლევან გრძელიძე არის ქართველი დჯ/პროდიუსერი, რომლის ტრეკებსაც არაერთ ცნობილ ქართულ ლეიბლზე შეხვდებით. ის ასევე არის ქართული ლეიბლ “Glispy Records-ის” თანადამფუძნებელი.

მოუსმინე: https://soundcloud.com/levan-grdzelidze

მოუსმინე: https://soundcloud.com/reno-urushadze?

ასაკობრივი შეზღუდვა 18+

I კალათა - 30 ლარი

II კალათა - 40 ლარი

III კალათა 50 ლარი

კარზე - 60 ლარი

პარასკევი, 20 მაისი 23:00

Underwheel Club

₾ 50.00