10.00 - 25.00

ბავშვთა ნაციონალური ბალეტი "პატარა ვარსკვლავები" 30 წლის საიუბილეო კონცერტი

აღწერა

ფოცხიშვილისბავშვთა ნაციონალური ბალეტი "პატარა ვარსკვლავები" დაარსდა 1990 წელს. ამ 32 წლის განმავლობაში ანსამბლმა ძალიან საინტერესო შემოქმედებითი გზა გაიარა...

წარმატებით იმოგზაურა მსოფლიოს ყველა კონტინენტზე. მინიჭებული აქვს მრავალი საპატიო ქორეოგრაფიული ჯილდო, მათ შორის ქორეოგრაფიული ბრენდის წოდება. 2015 წელს თბილისში, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზთან ფოცხიშვილის ნაციონალური ბალეტის საპატიო ვარსკვლავი გაიხსნა. 30 წელი საბავშვო ქორეოგრაფიულ სივრცეში, ეს მართლაც საპატიო რიცხვია ყველა იმ თაობისთვის, ვინც ბავშვობის ოქროს წუთები ანსამბლსა და ქართული ქორეოგრაფიის განვითარებას დაუკავშირა.

18 ივნისს, 30 წლის საიუბილეო სოლო კონცერტზე, ფოცხიშვილის ბავშვთა ნაციონალური ბალეტის მე-6 თაობა

სრულიად ახალი პლასტიკითა და ქორეოგრაფიული აზროვნებით წარსდგება საზოგადოების წინაშე...

ეს ყველა ბავშვმა უნდა ნახოს! - ამ სიტყვების მიღმა მსოფლიოს "ჟურნალ-გაზეთები", ცნობილი ქორეოგრაფები და უთვალავი ადამიანი დგას... "პატარა ვარსკვლავების" ქორეოგრაფიული პროგრამა ტრენდული და ფენომენალურია, რადგანაც ის აკმაყოფილებს ყველა ასაკის და წარმომავლობის მაყურებელს...

"ცეკვაზე მეტი"... ეს ანსამბლის სლოგანია, რაც ხაზგასმით ასახავს შემოქმედებით უწყვეტ ჯაჭვს...

სამხატვრო ხელმძღვანელი: დავით ფოცხიშვილი

დამრიგებელი-ქორეოგრაფი: ნინო ქართველიშვილი

კომპანიის დამფუძნებელი: გელოდი ფოცხიშვილი

გახმოვანება: ლევან რეხვიაშვილი

განათება: დავით სუხიშვილი

ღონისძიების მხარდამჭერი "თბილისის მერია"

ასაკობრივი შეძღუდვა +5