cookie logo

ვებ-გვერდით სარგებლობის პროცესის გასამარტივებლად, tkt.ge იყენებს Cookie ფაილებს. საიტით სარგებლობის გაგრძელებით, თქვენ ეთანხმებით TKT.GE-ს „Cookie პოლიტიკას“

წითელი ფეხსაცმელები და კალის ჯარისკაცი

აღწერა

ასაკი: 5+

ორმოქმედებიანი წარმოდგენა ინტერაქტიულ ელემენტებსაც შეიცავს, პატარა მაყურებელს მეზღაპრე უმასპინძლებს, უამბობს თავისი პერსონაჟებისა და ზღაპრების შესახებ, ბავშვებთან ერთად იმსჯელებს როგორ იწერება ზღაპარი, როგორ იბადება ესა თუ ის პერსონაჟი.

„წითელი ფეხსაცმელები“ - ამბავი პატარა , კეთილი, ობოლი გოგოს შესახებ, რომლის ცხოვრებაც ბედნიერი შემთხვევის წყალობით სრულიად შეიცვლება.

„კალის ჯარისკაცი“ არავერბალური წარმოდგენაა, სადაც ამბავი პლასტიკისა და მუსიკის საშუალებითაა მოთხრობილი.

"წითელი ფეხსაცმელები"

ინსცენირების ავტორი და რეჟისორი ეკატერინე კატო შარიქაძე

მხატვარი - ნანა გაბელაია

მუსიკალური გაფორმება ალექსანდრა ლორთქიფანიძის

ქორეოგრაფი - გიორგი რაზმაძე

მონაწილეობენ: მარია ელენე ბეჟაშვილი, ნინო გურულიშვილი, თამარ ლორთქიფანიძე, ხატია მელქაძე, ნინო მუმლაძე, ტასო როსტომაშვილი, თამარ ტყემალაძე, სალომე წურწუმია,

ზურაბ არუსია, ნიკოლოზ კვანტალიანი, იოსებ მოლოდინაშვილი, მერაბ შარიქაძე

"კალის ჯარისკაცი"

დამდგმელი რეჟისორი - იოსებ ბაკურაძე

მხატვრები - ანა დვალი, ბაჩუკი შენგელია

კომპოზიტორი - სანდრო ნიკოლაძე

მონაწილეობენ: ნინო მუმლაძე, თამარ ჭანუყვაძე, ზურაბ არუსია, ლაშა გრძელიძე, დევი რეხვიაშვილი

ღონისძიებაზე დასწრებისთვის აუცილებელია წარადგინოთ მწვანე პასპორტი