50.00

VINI VICI

პარასკევი, 17 ივნისი 22:00

ALIBI ARENA

აღწერა

17 ივნისს ღია ცის ქვეშ, საფესტივალო სივრცე ALIBI ARENA-ზე, MONO HALL წარმოგიდგენთ ელექტრონული მუსიკის და განსაკუთრებით Psytrance ჟანრში ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ, პრაქტიკულად ყველა მუსიკალური ჩარტების ლიდერ და ყველაზე მასშტაბური ელექტრონული მუსიკის ფესტივალების მუდმივ სტუმარს - VINI VICI.

VINI VICI - Aviram Saharai-ს და Matan Kadosh-ს მიერ ადრეულ 2000-იანებში ისრაელში დაფუძნებული პროექტია, რომელიც ათეული წლებია ვითარდება და ტურნეებს მართავს მსოფლიოს სხვადასხვა დიდ ქალაქებში.

VINI VICI-მ წარმატებას, შემოქმედებითი განვითარების სხვადასხვა ეტაპზე მიაღწია, მათ შორის: 2017 წელს დუო “Dj Mag Top 100 Dj’s” საერთაშორისო რეიტინში #72-ე პოზიცია დაიკავა, რის შემდგომაც ამავე წელს Walla Nightlife Awards-ზე წლის დიჯეის ტიტული მოიპოვა. ასევე 2015, 2016, 2017 წლებში VINI VICI ყველაზე გაყიდვადი Psytrance არტისტი გახდა. მათი შემოქმედება დახუნძლულია, ისეთ არტისტებთან ერთად კოლაბორაციით, როგორებიც არის: Armin Van Buuren, Dimitry Vegas & Like Mike, Steve Aoki, W&W, KSHMR, Astrix, Timmy Trumpet და სხვები.

VINI VICI წელიწადში საშუალოდ, 200-მდე შოუს მართავს, ისეთ მასშტაბურ ფესტივალებზე, როგორიც არის: Tomorrowland, EDC, Ultra, Dreamstate, ASOT, AMF, Dreambeach, Creamfiled, Electric Love, Airbeat One, World Club Dome, Transmission და სხვები.

მათ ნამუშევარს “Free Tibet Remix”, 60 მილიონზე მეტი მოსმენა აქვს Youtube-ზე. ასევე აღსანიშნავია VINI VICI-სა და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Trance დიჯეის Armin Van Buuren-ის ერთობლივი ნამუშევარი “Great Spirit” და W&W-თან ერთად შექმნილი თრექი “Chakra”, რომლებმაც წარმოუდგენელი წარმატება მოუტანა პროექტს, მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

ALIBI ARENA არის, 21 000 კვ/მ ზომის საფესტივალო ტერიტორია, რომელიც უზრუნველყოფილია ფართო მასშტაბიანი ფესტივალის ჩასატარებლად საჭირო ყველა ინფრასტრუქტურით (სცენა, ბარები, ტუალეტები). 17 ივნისს MONO HALL-ის ორგანიზებით, VINI VICI სწორედ ALIBI ARENA-ს სცენაზე წარსდგება მსმენელის წინაშე.

------

I კალათა - 40₾

II კალათა - 50₾

III კალათა - 60₾

IV კალათა - 70₾

პარასკევი, 17 ივნისი 22:00

ALIBI ARENA

₾ 50.00