

Miami Horror
18 ნოემბერს, MONO HALL წარმოგიდგენთ, ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ ავსტრალიურ ელექტრონული მუსიკის ჯგუფს - Miami Horror.
Miami Horror, 2008 წელს დაფუძნებული ჯგუფია, რომლის შემოქმედებაც შთაგონებულია 79-80-იანი წლების საცეკვაო და როკ მუსიკის ლეგენდების ნამუშევრებით, როგორიც არის: Prince, New Order, Todd Rundgren, da Pink Floyd, ხოლო ჯგუფის წევრებმა აღნიშნული არტისტების შთაგონებით შექმნილი ნამუშევრები, ახლებურად და თანამედროვე ჟღერადობების მოდიფიკაციით გადაიაზრეს, რისი საშუალებითაც თავიანთი უნიკალური ხელწერა დანერგეს მუსიკაში.
Miami Horror-ის მუსიკაში მოისმენთ ისეთი ჟანრების შერწყმას, როგორიც არის: ნუ-დისკო, ელექტრო-პოპ, სინთი-პოპ და ინდი ელექტრონიკა, რაც თავის მხრივ ბენდის მრავალფეროვან შემოქმედებას უსვამს ხაზს. Miami Horror 6 მუსიკოსისგან შედგება და მათი ლაივ შესრულება ყოველთვის შთამბეჭდავი და დასამახსოვრებელია. Miami Horror-ს რამდენიმე სტუდიური ალბომი და არაერთი სინგლი აქვს გამოცემული, რომლებმაც მსმენელის უდიდესი სიყვარული დაიმსახურა მთელი მსოფლიოს მასშტაბით.
18 ნოემბერს, Miami Horror ლაივ პერფორმანსით წარსდგება მსმენელის წინაშე, MONO HALL-ის სცენაზე. აუცილებლად წამოიყვანე მეგობრები და შემოგვიერთდი, რადგან ეს ის ღონისძიებაა, რომელიც არ უნდა გამოტოვო.
------
22:00 - Tato Rusia
01:00 - Miami Horror
02:30 - Sumo
------
♀♂ ასაკობრივი შეზღუდვა 16+
📲 მაგიდების დასაჯავშნად დაგვიკავშირდით: 577777949
------
I კალათა - 40₾
II კალათა - 50₾
III კალათა / კარი - 60₾
ორგანიზატორებისთვის
ჩატარებული ღონისძიებები
TKT Club-ის შესახებ
ხშირად დასმული კითხვები
წესები და პირობები
კონფიდენციალობის პოლიტიკა
Copyright © 2015-2023 Online Tickets LLC. ყველა უფლება დაცულია.
საიტის ძველი ვერსია
Copyright © 2015-2020 Online Tickets LLC.
ყველა უფლება დაცულია.