900.00

Adobe Premiere Pro ისწავლე მონტაჟის ხელოვნება

აღწერა

ეს კურსი საშუალებას გაძლევთ შეისწავლოთ კინო, სატელევიზიო და ვებ ინდუსტრიაში ერთერთი ყველაზე მოთხოვნადი software-ი Adobe Premier Pro, და პროფესიონალურად დაეუფლოთ ვიდეო მონტაჟის ხელოვნებას. Premier Pro აღჭურვილია ყველა პრაქტიკული და შემოქმედებითი ხელსაწყოთი, რომელიც თქვენს ვიდეო მასალას დახვეწილ ფილმად ან კლიპად აქცევს.

კურსზე სრულფასოვნად შეისწავლით Premier Pro-ს ხელსაწყოებს: ვიდეო/აუდიო მონტაჟი, ვიზუალური ეფექტები,ფერის კორექცია,მწვანე ფონის დამუშავება,ლოგო, ტექსტების და ტიტრების დამუშაბევა და ფოტო მასალის ინტეგრირება ვიდეოში, ფორმატირება სხვადასხვა მედია საშუალებისთვის

კურსი მოიცავს Premiere Pro-ს სრულფასოვან შესწავლას და საშუალებას მოგცემთ გამოიყენოთ პროგრამის ისეთი შესაძლებლობები როგორებიცაა: ვიდეო/აუდიო მონტაჟი, ვიზუალური ეფექტები,ფერის კორექცია,მწვანე ფონის დამუშავება,ლოგო, ტექსტების და ტიტრების დამუშაბევა და ფოტო მასალის ინტეგრირება ვიდეოში, ფორმატირება სხვადასხვა მედია საშუალებისთვის (მაგ. YouTube, Facebook, Instagram, TV, Digital Cinema, etc.). კურსის განმავლობაში შესრულებული პროექტების მეშვეობით სტუდენტი მიიღებს ინდივიდუალურ რჩევებსა და შეფასებებს პროფესიონალი ინსტრუქტორისგან.

Premier Pro-ს კურსი განკუთვნილია:

• დამწყებთათვის, რომელთაც სურთ პროფესიონალურად შეისწავლონ ვიდეო მონტაჟის ხელოვნება.

• ხელოვანთათვის, რომელთაც სურთ თავიანთი ვიდეო მასალა დასრულებულ კომპოზიციად აქციონ და მაღალი ხარისხით გამოსცენ.

• მათთვის ვისაც სურთ შეისწავლონ ვიდეოს მომზადება სარეკლამო, კორპორატიული, ან საგანმანათლებლო დანიშნულებისთვის.

• სოციალური მედიის მომხმარებელთათვის, რომლებიც საკუთარი თავის ან ბიზნესის პოპულარიზაციას ვიდეო მასალის საშუალებით ახდენენ.

კურსის შედეგები:

კურსის გავლის შედეგად თქვენ შეძლებთ დამოუკიდებლად დაამონტაჟოთ ნებისმიერი სახის ვიდეო მასალა და გამოსცეთ პროფესიონალური ხარისხის კინო, სატელევიზიო ან ინტერნეტ-ვიდეო პროდუქტი, რაც საშუალებას მოგცემთ იმოღვაწეოთ როგორც სახელოვნებო, ასევე ბიზნესის სფეროში.

პრერეკვიზიტი: კურსზე რეგისტრაციისთვის საჭიროა ელემენტარული კომპიუტერული უნარების ფლობა.

ხანგრძლივობა - 2 თვე

ლექციების რაოდენობა - 12

ლექციების ხანგრძლივობა - 2 საათი

კურსის სრული საფასური - 900 ლარი

კურსის დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ: https://303edu.ge/px/course/14

საშვი

ათონელის ქ. 31

₾ 900.00