

Redrum is Back!
RedRum ბრუნდება! ყველას ძალიან მოგვენატრა ცოცხლად შესრულებული მეტალის ხმაური! 26 თებერვალს ისევ ერთად, ერთი სულისკვეთებით WE WILL ROCK! ! !
ჩვენ ლაინაფში იხილავთ:
DEADSEC - Alternative metal - საკმაოდ ახლმა ქართულმა ბენდმა რომლის პირველი ალბომიც წელს გამოიცა, საქართველოში კონცერტების გარდა პანდემიის მიუხედავად მოახერხა ევროპული ტურის ორგანიზება უნგრეთსა, რუმინეთში და ავსტრიაში და ახლა RedRum-ს სცენაზე პირველად წარსდგება!
VRIL YA - Extremal Thrash Metal - ჩვენი მსმენელისთვის კარგად ნაცნობი ქართველი ექსტრემალური თრეშერები რომლებიც არაერთხელ მოგვისმენია ჩვენს ქართულ სცენაზე ისეთ საერთაშორისო ჯგუფებთან ერთად როგორებიცაა Sadist და Artillery.
INFADUS - (Progressive/Melodic/Death Metal) - Death Metal-ის, ბნელი, ნიქტიფილიური ამბიენტის და პროგრესიული მელოდიური სტილის სინთეზი - მონატრებული INFADUS RedRum-ის სცენაზე!
DISMORIAL - Progressive Technical Death Metal, - ჯგუფი რომესაც არ ჭირდება დიდი წარდგენა - ქართულ Death Metal ლეგენდა! "Wacken metal battle Caucasus"-ს გამარჯვებული ჯგუფი რომელმაც წარადგინა საქართველო 2014 წელს ლეგენდარულ Waken-ის ფესტივალზე, მას შემდეგ კი ევროპული ტურის ფარგლებში გამართა კონცერტები ჩეხეთში, სლოვაკეთში, ლატვიაში, პოლონეთში, გერმანიაში და ავსტრაიში. Dismorial რომელსაც გამოცემული აქვს ორი ალბომი Circle Of Insanity" (2012), "Begotten Cul-de-Sac" (2016) ამჟამად მესამე ალბომზე მუშაობს.
ბილეთის ფასი:
ონლაინ - 25 ლარი
კარზე - 30 ლარი
REDRUM FESTIVAL არის TerrorCrew Promotions (შვედეთი) & Locomotive Promotion (საქართველო) საერთო პროექტი. REDRUM FESTIVAL - კონცერტების სერია როკ, მეტალ და ალტერნატიული მუსიკის მოყვარულთათვის, ქართული და უცხოური ბენდების და არტისტების მონაწილეობით!
ჩვენი ერთერთი უმთავრესი მიზანია მოხდეს ქართველი არტისტების წარმოჩენა და ასევე მათ მიეცეთ უცხოელ არტისტებთან ერთ სცენაზე, საერთო კონცერტებზე გასვლის შესაძლებლობა.
შემოგვიერთდით, შევქმნათ ჩვენი ანდერგრაუნდის თანამედროვე სახე, ჩვენთვის ორგანული გარემო რომლითაც ვიამაყებთ!
ორგანიზატორებისთვის
ჩატარებული ღონისძიებები
TKT Club-ის შესახებ
ხშირად დასმული კითხვები
წესები და პირობები
კონფიდენციალობის პოლიტიკა
Copyright © 2015-2023 Online Tickets LLC. ყველა უფლება დაცულია.
საიტის ძველი ვერსია
Copyright © 2015-2020 Online Tickets LLC.
ყველა უფლება დაცულია.