30.00 - 210.00

ლისის სამთო ფესტივალი - დღე 2

კვირა, 08 მაისი 08:00

წოდორეთის ტბა

აღწერა

ლისის სამთო გარბენის შემდეგ, რომელიც 2021 წლის ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი შეჯიბრი იყო, 2022 წელს თრეილლაბი, თბილისის მერიის მხარდაჭერით საქართველოს სამთო სირბილის ფედერაციასთან ერთად, უფრო მასშტაბური პროექტით ბრუნდება - ლისის სამთო ფესტივალი. თქვენ გელოდებათ 2 დღიანი ღონისძიება, ახალი მარშრუტები, ახალი თავგადასავლები და რაც მთავარია, პირველად საქართველოში - ულტრა დისტანცია და სრული სამთო მარათონი!

ღონისძიება ჩატარდება 7-8 მაისს და უმასპინძლებს თავგადასავლების ყველა მაძიებელს, გამოცდილ, მოყვარულ თუ დამწყებ მორბენლებს. უკლებლივ ყველას ექნება შესაძლებლობა, თრეილრანინგი გამოსცადოს საკუთარი შესაძლებლობების ფარგლებში და აირჩიოს სასურველი დისტანცია 7-დან 62-კმ-მდე.

პირველ დღეს, 7 მაისს ჩატარდება ორი გარბენი:

1. ვერტიკალური შეჯიბრი: 3კმ, 500მ

2. ლისის სამთო გარბენი: 20კმ, 1,000მ

Მეორე დღეს, 8 მაისს კვირას ჩატარდება 4 გარბენი:

1. სპრინტი: 10კმ, 700მ

2. Სახალისო გარბენი: 7კმ, 300მ

3. ლისის სამთო მარათონი: 42კმ, 2,250მ

4. ლისი ულტრა: 62კმ, 3,050მ

ექვსივე შეჯიბრი სტარტს აიღებს წოდორეთის ტბიდან.

დღე 1: 7 მაისი

ვერტიკალური შეჯიბრი (3კმ, 500მ)

წოდორეთის ტბიდან ნათლისმცემლის მთამდე სულ რაღაც 3 კილომეტრია, თუმცა მონაწილეებს 500 მეტრიანი ციცაბო აღმართის ყველაზე სწრაფად დასაფარად და არსებული რეკორდის გასაუმჯობესებლად 20 წუთი მაინც დასჭირდებათ.

ლისის სამთო გარბენი (20კმ, 1,000მ) წარმოადგენს კლასიკურ დისტანციას, რომელიც უკვე მესამედ ტარდება. 20კმ წრიულ მარშრუტი იწყება წოდორეთის ტბიდან და ტყიანი ბილიკებით გაივლის ნათლისმცემლის მთას, ლომის სერს, კვეთს ბევრეთის და დიღმის ხევებს და უკან წოდორეთის ტბისკენ ბრუნდება. Მონაწილეებს ელოდებათ თბილისის, თრიალეთის ქედისა და კავკასიონის ულამაზესი ხედები.

დღე 2: 8 მაისი

Სპრინტი (10კმ, 700მ)

10კმ-იანი სპრინტი ყველაზე სწრაფი დისტანციაა - წოდორეთის დამშრალ ტბას და მსხალდიდის ტბას შორის მანძილი მონაწილეებმა ორჯერ უნდა დაფარონ, წინ და უკან, და გზად ნათლისმცემლის მთაზეც გადაირბინონ.

Სახალისო გარბენი (7კმ, 300მ) ღონისძიების ყველაზე ხალხმრავალი და მხიარული შეჯიბრია. მარშრუტი სხვა დისტანციებისაგან საპირისპირო მიმართულებით მიემართება, მონაწილეებს ტყის ბილიკები და გადასალახი მდინარე, დიღმის ხევი ელოდებათ.

ლისის სამთო მარათონი (42კმ, 2,250მ)

მაშ ასე, როგორც იქნა, სრული სამთო მარათონი: მარშრუტი იმეორებს ლისის სამთო გარბენის პირველ ნაწილს. ლომის სერიდან ბევრეთის ხევში ჩასული მონაწილეები ისე ზემოთ, ამჯერად სათოვლიას ქედზე უნდა ავიდნენ ტაბარუკის გავლით, საიდანაც გადაიშლება მტკვრის ხეობის პანორამა, თრიალიეთის და თხოთის ქედების და რაც მთავარია კავკასიონის დაუვიწყარი ხედები. ბილიკი ქედს სრული 10 კილომეტრი მიუყვება, რის შემდეგაც უხვევს ქვემოთ დიღმის წყლის ხეობაში და ნაცნობი გზით ბრუნდება წოდორეთში.

ლისი ულტრა (62კმ, 3,050მ) ფესტივალის კულმინაცია და მთავარი სიახლეა: ყველაზე გამოცდილი მონაწილეები ძალებს მოსინჯავენ პირველ ულტრამარათონში, რომელსაც ჩვენი გუნდი მთელი წელი ამზადებდა. ნათლისმცემლის მთის, ლომის სერის, სათოვლიას ქედის გარდა ულტრა დისტანციის მორბენლები დიდგორის მონუმენტს, თრიალეთის ქედის ნაწილს, მდინარე ვერეს სათავეებს და ულამაზეს სოფელ ღვევასაც მოინახულებენ.

მონაწილეებმა გარბენის მოცემული საკონტროლო/საკვები პუნქტები უნდა გადაკვეთონ და მიაღწიონ ფინიშის ხაზს განსაზღვრულ დროის ლიმიტებში:

1. ვერტიკალური შეჯიბრი - 01:00 საათი - 1 საკონტროლო პუნქტი

2. ლისის სამთო გარბენი - 04:00 საათი - 2 საკონტროლო პუნქტი

3. სპრინტი - 02:30 საათი - 1 საკონტროლო პუნქტი

4. Სახალისო გარბენი - 03:00 საათი - 1 საკონტროლო პუნქტი

5. ლისის სამთო მარათონი - 10:00 საათი - 4 საკონტროლო პუნქტი

6. ლისი ულტრა - 13:00 საათი - 6 საკონტროლო პუნქტი

ლისის სამთო ფესტივალის უკლებლივ ყველა გარბენი რეგისტრირებულია როგორც სამთო სირბილის საერთაშორისო ასოციაციის (International Trail Running Association ITRA https://itra.run), ასევე მონბლაბის ულტრა თრეილ მსოფლიო სერიის UTMB WORLD SERIES (https://utmb.world) მიერ. აქედან სამ გარბენს აქვს საერთაშორისო საკვალიფიკაციო სტატუსი:.

გარბენის დეტალური წესები და მოთხოვნები განახლდება გარბენის ვებ გვერდზე: traillab.ge/lisi

კვირა, 08 მაისი 08:00

წოდორეთის ტბა

₾ 30.00 - 210.00