Dadiani Nights: Blazej Malinowski / Steffi / u.r.trax / Kote Japaridze

ღონისძიება ჯერ არ გამოქვეყნებულა

აღწერა

21 იანვარს, DADIANI Nights პირველ ივენთს გამართავს, სადაც ელექტრონული მუსიკის სცენის საინტერესო არტისტები დაუკრავენ.

Blazej Malinowski - ბერლინში დაფუძნებული პოლონელი დიჯეი და პროდიუსერია, რომლის სეტებიც ტექნოს არაერთ ჟანრს მოიცავს და გამორჩეულია არაორდინალური სელექციით.

მასთან ერთად DADIANI-ს სცენას ლეგენდარული, გერმანელი არტისტი, Berghain/Panorama bar-ის რეზიდენტი STEFFI დაიკავებს, რომლის მუსიკალური მოღვაწეობაც 15 წელზე მეტს ითვლის.

საკლუბო ღამეზე ასევე ახალგაზრდა ტექნო არტისტი u.r.trax დაუკრავს, რომელმაც ერთ-ერთი პირველი კომპოზიცია რამდენიმე წლის წინ ლეიბლზე - KAOS გამოსცა და მას შემდეგ, მის მიმართ ინტერესი ყოველწლიურად იზრდება.

სტუმრებთან ერთად, მსმენელის წინაშე ქართველი დიჯეი Kote Japaridze წარდგება, რომელსაც არაერთი დასამახსოვრებელი სეტი დაუკრავს თბილისის სხვადასხვა საცეკვაო მოედნებისთვის.

ივენთზე დასასწრებად სტუმრებმა უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

- მწვანე პასპორტი (Georgia e-Health)

- ღონისძიების ონლაინ ბილეთი

- პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

- სწრაფი ტესტის უარყოფითი პასუხი

ასაკობრივი შეზღუდვა: 18+

I Basket - 40 Gel

II Basket - 50 Gel

III Basket - 60 Gel

Door - 60 Gel

საშვი