მაკნატუნა

აღწერა

პიოტრ ჩაიკოვსკი

მაკნატუნა

ბალეტი ორ მოქმედებად

დამდგმელი ქორეოგრაფები: ალექსეი ფადეეჩევი და ნინო ანანიაშვილი

დამდგმელი დირიჟორი: პაპუნა ღვაბერიძე

დამდგმელი მხატვარი: დავით პოპიაშვილი

კოსტიუმების მხატვარი: ანა კალატოზიშვილი

განათების მხატვარი: ვირჯინიო ლევრიო

დამდგმელი ქორეოგრაფის ასისტენტები: ტატიანა რასტორგუევა, ეკატერინე შავლიაშვილი

თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის

სახელმწიფო თეატრის ორკესტრი

დირიჟორები - პაპუნა ღვაბერიძე, დავით მუქერია

*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მომდევნო მოქმედებიდან დაიშვება

ყურადღება! ახალი რეგულაციები მაყურებლებისათვის

გაცნობებთ, რომ საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 1-ლი დეკემბრიდან ამოქმედდება ე.წ. „მწვანე პასპორტის“ რეგულაცია, რომელიც ასევე შეეხება თეატრში მოსულ მაყურებელს!

სპექტაკლზე დაიშვებიან, მწვანე სტატუსის მქონე პირები:

1. სრულად ვაქცინირებული პირები;

2. 72-საათიანი ვალიდურობის PCR ტესტის მქონე პირები;

3. 24-საათიანი ვალიდურობის ანტიგენტესტის მქონე პირები;

4. პირები, რომლებსაც უახლოესი ერთი წლის განმავლობაში გადატანილი აქვთ კორონავირუსი.

„მწვანე პასპორტის“ მოთხოვნა იმოქმედებს 18 წლის ასაკის ზემოთ მოქალაქეებისთვის, ასევე ტურისტებისთვის.


*დაგვიანებული მაყურებელი დარბაზში მხოლოდ მომდევნო მოქმედებიდან დაიშვება

* თეატრში მოქმედებს დრეს კოდი