

SOLO საშობაო კონცერტი
დაესწარით SOLO-ს ზღაპრულ საშობაო კონცერტს
იმისათვის რომ შეიქმნათ განსაკუთრებული წინასაახალწლო განწყობა, შემოგვიერთდით ექსკლუზიურად SOLO მომხმარებლებისთვის ორგანიზებულ საშობაო კონცერტზე, რომელიც 25 დეკემბერს წინანდალში, Tsinandali Estate, Radisson Collection-ში, მოეწყობა.
მუსიკალურ ნომრებს ყველასთვის ცნობილი ახალგაზრდა ქართველი არტისტები წარმოგიდგენენ, რომლებიც თქვენთვის საყვარელ და კარგად ნაცნობ ჰიტებს შეასრულებენ, კონცერტს კი მაკო მჭედლიშვილი გაუძღვება,
-----------------------------------------------------------------------------------------------
კონცერტის პროგრამა:
25 დეკემბერი
20:00 სთ − წინანდლის მამულის ამფითეატრი
გიორგი გიგაშვილი, SALIO, Janngo და ნინი ნუცუბიძე, Zagareli & Orchestra.
23:00 სთ, After Party − ღია სივრცე, Radisson Collection-ის მოედანი / Courtyard
Janngo & Band
26 დეკემბერი
12:00 სთ − წინანდლის მამულის ამფითეატრი
დღის ღონისძიება
შეძლებთ დააგემოვნოთ Radisson Collection-ის ცნობილი შეფის მიერ სპეციალურად თქვენთვის უნიკალური რეცეპტით შექმნილი კერძები, საშობაო კოქტეილები და სასიამოვნო მუსიკის ფონზე გაატაროთ დრო საყვარელ ადამიანებთან ერთად.
ინფორმაცია ბილეთების შესახებ:
Tsinandali Estate, Radisson Collection – 2 ადამიანის განთავსება ერთი ღამით + საუზმე და ღონისძიების 2 ბილეთი;
სასტუმრო Park Hotel Tsinandali – 2 ადამიანის განთავსება ერთი ღამით + საუზმე და ღონისძიების 2 ბილეთი;
*პაკეტის ღირებულება ასევე მოიცავს 26 დეკემბრის 12:00 საათიან ღონისძიებაზე დასწრებას
კონცერტზე კარი იხსნება: 25 დეკემბერს, 18:00 საათზე
გაითვალისწინეთ,
- მხოლოდ SOLO და WM მომხმარებლები შეძლებთ ბილეთების შეძენას;
- 91 ლარიანი ბილეთი არ მოიცავს სასტუმროს;
- 91 ლარიანი ბილეთი მოიცავს after Party-ს
- გაყიდული ბილეთები არ ბრუნდება და არ იცვლება;
- სასტუმროს check in – 25 დეკემბერს 15:00 საათზე
- სასტუმროს check out - 26 დეკემბერს 12:00 საათზე
- გთხოვთ გაითვალისწინოთ, ღონისძებაზე დასასწრებად აუცილებელია ონლაინ ბილეთთან ერთად წარმოადგინოთ, მწვანე პასპორტი და 24 სთ-ით ადრე ჩატარებული სწრაფი ანტიგენის ტესტის უარყოფითი პასუხი. სწრაფი ტესტის ჩატარება Radisson Collection-ის ტერიტორიაზე ადგილზეც არის შესაძლებელია უფასოდ.
CovidPass-ის მისაღებად გაიარეთ რეგისტრაცია ვებსაიტზე https://covidpass.moh.gov.ge და შეინახეთ თქვენი QR კოდი.
კოვიდ რეგულაციებიდან გამომდინარე ბილეთები შეზღუდული რაოდენობით გაიყიდება.
კონცერტი ტარდება რეგულაციების სრული დაცვით
6 წლამდე ბავშვები დაიშვებიან უბილეთოდ.